„მზეზე საათობით წოლა წყალში მეყრება“ – როგორ ირუჯება სალომე გოგიაშვილი?

© courtey of Salome Gogiashviliსალომე გოგიაშვილი
სალომე გოგიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
გამოწერა
სალომე გოგიაშვილი სულისშემძვრელი განცხადებებით გამოირჩევა. მის გარშემო სკანდალების ტალღა არ წყდება. ნახეთ მისი ახალი განცხადება.
ყოფილი ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ გარუჯვაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სანაპიროზე გასვლის არანაირ წესს არ იცავს.
გოგიაშვილის თქმით, მიმართავს სოლარიუმს, ავტორუჯს და ყველანაირ ხერხს, რაც მის კანს სხვა შეფერილობას მისცემს, რადგან თვლის, რომ სოლარიუმი საშიში არაა, თუ მას სწორი წესითა და დოზით გამოვიყენებთ.
„სხვათა შორის, არასდროს ვიცავ ზღვის სანაპიროზე გასვლის წესებს. მზეზე ზედმეტი წოლისგან თვალიც დამსიებია და წყლულებიც გამჩენია, მაგრამ საავადმყოფოში არ მოვხვედრილვარ. ეტყობა, ბევრი რუჯისგან ჩემი კანი აღარ გამოყოფს მელატონინს, ამიტომ რთულად ვირუჯები და დილის მზე რუჯის მისაღებად ჩემთვის არ არის ეფექტური. თან, როცა ვირუჯები, არანაირ საცხსა და ზეთს არ ვისვამ, რადგან ეგრევე კანი მძვრება და მზეზე საათობით წოლა წყალში მეყრება“, – ამბობს ქალი.
ტელეწამყვანის ცხოვრება განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გოგიაშვილმა „ნანუკას შოუში“ განაცხადა, როგორ დატოვა ყოფილმა ქმარმა ბავშვებთან ერთად ღია ცისქვეშ და პირწმინდად გაძარცვა. სა­ლო­მეს ოთხი შვილი ჰყავს - მაშო, ციბუკა, იკა და დუდა. როგორც თავად ამბობს, დროს ყველაფრისთვის პოულობს, ბავშვებთან ურთიერთობასაც ახერხებს, მეუღლესთან განმარტოებასაც, რომელთანაც სულ ცოტა ხნის წინ შექმნა ახალი ოჯახი, ასევე საკუთარ ბიზნესზე ზრუნვასაც.
ყველა ახალი ამბავი
0