https://sputnik-georgia.com/20210804/ra-sheemxtva-liza-yenias-koronavirusi-252505815.html
„ძირითადად ვწევარ, სულ წოლა მინდა...“ - რა შეემთხვა ლიზა ყენიას?
„ძირითადად ვწევარ, სულ წოლა მინდა...“ - რა შეემთხვა ლიზა ყენიას?
Sputnik საქართველო
ლიზა ყენია სოციალურ ქსელში ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრობს. ნახეთ რა შეემთხვა მომღერალს და რატომ არ უნდა სახლიდან გასვლა 04.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-04T13:05+0400
2021-08-04T13:05+0400
2021-10-19T18:02+0400
საზოგადოება
ქართველი ცნობადი სახეები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24765/86/247658624_0:0:1000:563_1920x0_80_0_0_5656b0ddfadc59459904514f21291975.jpg
ცოტა ხნის წინ მომღერალი ლიზა ყენია სოციალურ ქსელში წერდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა. მას „სინოფარმის“ ვაქცინის ორი დოზა უკვე გაკეთებული ჰქონდა, როცა ვირუსი გადაედო. მიუხედავად ამისა, ლიზა ჩვეულ ხალისსა და იუმორს მაინც ინარჩუნებს და ავადმყოფობის შესახებაც ხუმრობს. „კი გავიკეთე დვაინოი სინოფარმი მაგრამ ჰა... დამიდასტურდა კორო. ვინც გნახეთ, არ ინერვიულოთ აზრი არააქო ამბობენ”, – წერდა ლიზა.ამჯერად მომღერალი პოსტკოვიდურ სიმპტომებზე საუბრობს და ამბობს, რომ მას ვირუსის გადატანის შემდეგ კონცენტრაცია უჭირს და დროს, ძირითადად, სახლში ატარებს. მომღერლის თქმით, არასდროს უჩიოდა ინტელექტს, კონცენტრირებული, რეალისტი და მიზანდასახული ადამიანი იყო, მაგრამ, რაც კორონა გადაიტანა, ატყობს, რომ აქვს სრული ნიჰილიზმი, კონცენტრაციას ვერ ახდენს.„აი, მაგალითად, როცა სადმე მივდივარ, სადაც ბევრჯერ ვარ ნამყოფი, შეიძლება 8 წრე დავარტყა და ჩასახვევს 8-ჯერ ავცდე. ყველაზე სადარდებელი არის ის, რომ მეზარება ხალხში და თავშეყრის ადგილებში ყოფნა, ეს დიდი ხნის წინ დამეწყო, მაგრამ ახლა გამიმძაფრდა. ძირითადად ვწევარ, სულ წოლა მინდა“, - ამბობს ლიზა ყენია „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში.ლიზას დედა მაია ჯაბუა იმ „მზიურელების“ სიაშია, რომლებიც ბავშვობიდან შეიყვარა საზოგადოებამ. მის დანახვაზე დღემდე ბევრს გემის კიჩოზე პიონერის ყელსახვევით მდგარი პატარა გოგონა ახსენდება. ყოფილ „მზიურელს“ სამი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს. მათგან მომღერლის ცხოვრებაში უკანასკნელი ქორწინება უშიშროების ყოფილ მინისტრ ვახტანგ ქუთათელაძესთან აღმოჩნდა ყველაზე მყარი და მშვიდი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24765/86/247658624_0:0:1000:751_1920x0_80_0_0_6cc25bf4ac2033500a756ab051090d23.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
„ძირითადად ვწევარ, სულ წოლა მინდა...“ - რა შეემთხვა ლიზა ყენიას?
13:05 04.08.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) ლიზა ყენია სოციალურ ქსელში ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრობს. ნახეთ რა შეემთხვა მომღერალს და რატომ არ უნდა სახლიდან გასვლა
ცოტა ხნის წინ მომღერალი ლიზა ყენია სოციალურ ქსელში წერდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა. მას „სინოფარმის“ ვაქცინის ორი დოზა უკვე გაკეთებული ჰქონდა, როცა ვირუსი გადაედო. მიუხედავად ამისა, ლიზა ჩვეულ ხალისსა და იუმორს მაინც ინარჩუნებს და ავადმყოფობის შესახებაც ხუმრობს. „კი გავიკეთე დვაინოი სინოფარმი მაგრამ ჰა... დამიდასტურდა კორო. ვინც გნახეთ, არ ინერვიულოთ აზრი არააქო ამბობენ”, – წერდა ლიზა.
ამჯერად მომღერალი პოსტკოვიდურ სიმპტომებზე საუბრობს და ამბობს, რომ მას ვირუსის გადატანის შემდეგ კონცენტრაცია უჭირს და დროს, ძირითადად, სახლში ატარებს. მომღერლის თქმით, არასდროს უჩიოდა ინტელექტს, კონცენტრირებული, რეალისტი და მიზანდასახული ადამიანი იყო, მაგრამ, რაც კორონა გადაიტანა, ატყობს, რომ აქვს სრული ნიჰილიზმი, კონცენტრაციას ვერ ახდენს.
„აი, მაგალითად, როცა სადმე მივდივარ, სადაც ბევრჯერ ვარ ნამყოფი, შეიძლება 8 წრე დავარტყა და ჩასახვევს 8-ჯერ ავცდე. ყველაზე სადარდებელი არის ის, რომ მეზარება ხალხში და თავშეყრის ადგილებში ყოფნა, ეს დიდი ხნის წინ დამეწყო, მაგრამ ახლა გამიმძაფრდა. ძირითადად ვწევარ, სულ წოლა მინდა“, - ამბობს ლიზა ყენია „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში.
ლიზას დედა მაია ჯაბუა იმ „მზიურელების“ სიაშია, რომლებიც ბავშვობიდან შეიყვარა საზოგადოებამ. მის დანახვაზე დღემდე ბევრს გემის კიჩოზე პიონერის ყელსახვევით მდგარი პატარა გოგონა ახსენდება. ყოფილ „მზიურელს“ სამი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს. მათგან მომღერლის ცხოვრებაში უკანასკნელი ქორწინება უშიშროების ყოფილ მინისტრ ვახტანგ ქუთათელაძესთან აღმოჩნდა ყველაზე მყარი და მშვიდი.