პრემიერი 8–9 აგვისტოს ბალტიის ქვეყნებში არ მიემგზავრება – საგარეო უწყებამ ინფორმაცია უარყო

© photo : press-service of the Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ღარიბაშვილის გაუქმებულ ვიზიტზე ცნობას „დეზინფორმაცია“ და „სამწუხარო სპეკულაცია“ უწოდა.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია 8-9 აგვისტოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ესტონეთსა და ლატვიაში ვიზიტის შესახებ. 
ჰააგაში საერთაშორისო სასამართლოს შტაბ ბინა - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2016
2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ჰააგის საერთაშორისო სასამართლო გამოიძიებს
როგორც უწყებაში აღნიშნეს, ეს თარიღი საქართველოსთვის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის არის და ასეთი ინფორმაციის გავრცელება სხვა არაფერია, თუ არა სპეკულაცია.
„რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 8-9 აგვისტოს იგეგმებოდა პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ესტონეთსა და ლატვიაში, ეს გახლავთ სამწუხარო სპეკულაცია თემაზე, რადგან აღნიშნულ თარიღებში ვიზიტი, ბუნებრივია, ვერ დაიგეგმებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს გახლავთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარი ნარჩემაშვილმა „პირველ არხთან“.
მისი თქმით, მაღალი დონის ვიზიტების შესახებ საზოგადობას ვიზიტის დაგეგმვის პროცესში მხარეებს შორის თარიღის შეთანხმების შემდგომ ეცნობება.
წელს 8 აგვისტოს 2008 წლის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ 13 წელი სრულდება.
2008 წლის აგვისტოს დასაწყისში საქართველოსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონაში მასშტაბური სამხედრო შეტაკება დაიწყო. რუსეთმა ეს შეაფასა როგორც აგრესიის აქტი, გამოაცხადა მშვიდობის იძულების ოპერაციის შესახებ, ჯარი ორი მიმართულებით შემოიყვანა და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე ვითარება კონტროლქვეშ აიყვანა.
საერთაშორისო თანამეგობრობის და პირადად საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით 12 აგვისტოს მხარეებმა მიიღეს ე.წ. ექვსპუნქტიანი შეთანხმება. დოკუმენტზე ხელმოწერის შედეგად შეწყდა საომარი მოქმედებები და რუსეთმა სამხედრო ნაწილების გაყვანა დაიწყო ე.წ. ბუფერული ზონებიდან.
აგვისტოს ომის შემდეგ რუსულმა მხარემ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცალმხრივად აღიარა და ამ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების შექმნის შესახებ გამოაცხადა. ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები, სადაც რუსული სამხედრო ბაზებია განთავსებული, საკანონმდებლო დონეზე ოკუპირებულად გამოაცხადა.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური