https://sputnik-georgia.com/20210804/lasha-talaxazem-axali-msoplio-rekordi-daamyara-252503629.html
ლაშა ტალახაძემ ატაცში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ლაშა ტალახაძემ ატაცში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Sputnik საქართველო
ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ატაცში მესამე ცდაზე 223 კილოგრამი შეუკვეთა და ეს წონა თავისუფლად დაძლია. აქამდე მისივე მსოფლიო რეკორდი 222 კილოგრამი იყო. 04.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-04T15:55+0400
2021-08-04T15:55+0400
2021-08-04T21:36+0400
სპორტი
საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/04/252503592_0:189:2970:1860_1920x0_80_0_0_00fcf94adec07ca0828ee3fca188cd8f.jpg
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე უძლიერესმა ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მორიგი რეკორდები დაამყარა.ქართველმა სპორტსმენმა ატაცში პირველ ცდაზე 208 კილოგრამი შეუკვეთა, რაც თავისუფლად დაძლია. მეორე ცდაზე ლაშამ 215 კილოგრამის აწევა შეძლო, ხოლო მესამე, ბოლო გამოსვლაზე მან 223 კილოგრამი ასწია, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდია.აქამდე ოლიმპიური რეკორდი 216 კილოგრამი, ხოლო მსოფლიო რეკორდი 222 კილოგრამი იყო. შედეგად ატაცში ლაშამ საკუთარივე რეკორდი გააუმჯობესა.ტალახაძე ასპარეზობას მეორე მოძრაობაში განაგრძობს (აკვრა) და გულშემატკივარი მას ფიცარნაგზე მალე იხილავს.27 წლის ქართველი ძალოსანი რიოს 2016 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული, მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონია. უნდა აღინიშნოს, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდეც ყველა მსოფლიო რეკორდი ქართველ ძალოსანს ეკუთვნოდა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/04/252503592_120:0:2851:2048_1920x0_80_0_0_0f6e20c201cb348eb351f2cda5e154f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
სპორტი, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
ლაშა ტალახაძემ ატაცში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა
15:55 04.08.2021 (განახლებულია: 21:36 04.08.2021) ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ატაცში მესამე ცდაზე 223 კილოგრამი შეუკვეთა და ეს წონა თავისუფლად დაძლია. აქამდე მისივე მსოფლიო რეკორდი 222 კილოგრამი იყო.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე უძლიერესმა ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მორიგი რეკორდები დაამყარა.
ქართველმა სპორტსმენმა ატაცში პირველ ცდაზე 208 კილოგრამი შეუკვეთა, რაც თავისუფლად დაძლია. მეორე ცდაზე ლაშამ 215 კილოგრამის აწევა შეძლო, ხოლო მესამე, ბოლო გამოსვლაზე მან 223 კილოგრამი ასწია, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდია.
აქამდე ოლიმპიური რეკორდი 216 კილოგრამი, ხოლო მსოფლიო რეკორდი 222 კილოგრამი იყო. შედეგად ატაცში ლაშამ საკუთარივე რეკორდი გააუმჯობესა.
ტალახაძე ასპარეზობას მეორე მოძრაობაში განაგრძობს (აკვრა) და გულშემატკივარი მას ფიცარნაგზე მალე იხილავს.
27 წლის ქართველი ძალოსანი რიოს 2016 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული, მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონია. უნდა აღინიშნოს, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდეც ყველა მსოფლიო რეკორდი ქართველ ძალოსანს ეკუთვნოდა.