https://sputnik-georgia.com/20210804/garibashvilma-talaxazes-olimpiuri-oqro-miuloca-252504537.html
ირაკლი ღარიბაშვილმა ლაშა ტალახაძეს ოლიმპიადაზე გამარჯვება მიულოცა
ირაკლი ღარიბაშვილმა ლაშა ტალახაძეს ოლიმპიადაზე გამარჯვება მიულოცა
Sputnik საქართველო
პრემიერმა ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს გამარჯვება ტელეფონით მიულოცა. ლაშა ტალახაძე პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით... 04.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-04T17:29+0400
2021-08-04T17:29+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0b/251433978_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_26853c90af73670cef0b0006c989835f.jpg
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ ძალოსანს ლაშა ტალახაძეს ოლიმპიური ჩემპიონობა მიულოცა. მთავრობის მეთაურმა ტალახაძეს ოლიმპიური ოქრო და მსოფლიოს ახალი რეკორდები სატელეფონო ზარით მიულოცა, მანამდე კი საკუთარ Facebook-გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ საქართველოს დელეგაციას მეორე ოქროს მედალი მოუტანა. პირველი ოქროს მედალი ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (–90 კგ) მოიპოვა.ქართველმა ძალოსანმა ატაცში პირველ ცდაზე ჯერ 208 კილოგრამი შეუკვეთა, რაც თავისუფლად დაძლია. მეორე ცდაზე ლაშამ 215 კილოგრამის აწევა შეძლო, ხოლო მესამე, ბოლო გამოსვლაზე 223 კილოგრამი ასწია, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდია. ტალახაძე შესანიშნავად გამოვიდა აკვრაშიც, მან პირველად 245 კილოგრამი დაძლია, მეორე ცდაზე მან 255 შეუკვეთა და ესეც – წარმატებით, ხოლო ბოლო, მესამე გამოსვლაზე 265 კილოგრამი ასწია, რაც ასევე მსოფლიო რეკორდია.საბოლოოდ 27 წლის ქართველი ძალოსანი რიოს 2016 წლის და ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულია და პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ოლიმპიურ ოქროს ორჯერ დაეუფლა. ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონია. უნდა აღინიშნოს, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდეც ყველა მსოფლიო რეკორდი ქართველ ძალოსანს ეკუთვნოდა.
https://sputnik-georgia.com/20210804/lasha-talaxadze-olimpiuri-chempionia-252504131.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0b/251433978_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_00b0f0831927abc69eea10c6f5e5d30f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე, საქართველო
ირაკლი ღარიბაშვილმა ლაშა ტალახაძეს ოლიმპიადაზე გამარჯვება მიულოცა
17:29 04.08.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) პრემიერმა ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს გამარჯვება ტელეფონით მიულოცა. ლაშა ტალახაძე პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ოლიმპიური ოქრო ორჯერ მოიპოვა.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ ძალოსანს ლაშა ტალახაძეს ოლიმპიური ჩემპიონობა მიულოცა.
მთავრობის მეთაურმა ტალახაძეს ოლიმპიური ოქრო და მსოფლიოს ახალი რეკორდები სატელეფონო ზარით მიულოცა, მანამდე კი საკუთარ
Facebook-გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.
„გამარჯვება, რომელსაც ყველა ველოდით! მსოფლიო სპორტის ლეგენდა ლაშა ტალახაძე, უკვე მეორედ, ოლიმპიური ჩემპიონია და დაამყარა მსოფლიოს ორი ახალი რეკორდი! ვულოცავ ლაშას და სრულიად საქართველოს!“, – დაწერა ღარიბაშვილმა.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ საქართველოს დელეგაციას მეორე ოქროს მედალი მოუტანა. პირველი ოქროს მედალი ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (–90 კგ) მოიპოვა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში პირველ ცდაზე ჯერ 208 კილოგრამი შეუკვეთა, რაც თავისუფლად დაძლია. მეორე ცდაზე ლაშამ 215 კილოგრამის აწევა შეძლო, ხოლო მესამე, ბოლო გამოსვლაზე 223 კილოგრამი ასწია, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდია. ტალახაძე შესანიშნავად გამოვიდა აკვრაშიც, მან პირველად 245 კილოგრამი დაძლია, მეორე ცდაზე მან 255 შეუკვეთა და ესეც – წარმატებით, ხოლო ბოლო, მესამე გამოსვლაზე 265 კილოგრამი ასწია, რაც ასევე მსოფლიო რეკორდია.
საბოლოოდ 27 წლის ქართველი ძალოსანი რიოს 2016 წლის და ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულია და პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ოლიმპიურ ოქროს ორჯერ დაეუფლა. ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონია. უნდა აღინიშნოს, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდეც ყველა მსოფლიო რეკორდი ქართველ ძალოსანს ეკუთვნოდა.