https://sputnik-georgia.com/20210804/didgoroba-masStaburad-aRiniSneba-252505419.html
წელს დიდგორობის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება
წელს დიდგორობის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება
Sputnik საქართველო
ღონისძიებაში საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფი და ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას. 04.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-04T19:31+0400
2021-08-04T19:31+0400
2021-10-19T18:02+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24621/87/246218777_0:470:2790:2048_1920x0_80_0_0_e8355564f906dfa2e90a24bfc6d5de01.jpg
თბილისი, 4 აგვისტო - Sputnik. წელს დიდგორობის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება - დიდგორის ძლევამოსილი ბრძოლიდან 900 წელი შესრულდება.თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 12 აგვისტოს, „ძლევაი საკვირველის" საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს მთავრობის ორგანიზებით მასშტაბური ღონისძიება იგეგმება. ღონისძიებისთვის მზადება უკვე დაწყებულია.უწყების ცნობით, დიდგორის ბრძოლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით რეპეტიციები სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს. ერთ-ერთ ლოკაცია არის გელათის სამონასტრო კომპლექსი, სადაც მონაწილეობენ ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის, II ქვეითი ბრიგადისა და ეროვნული გვარდიის სარიტუალო ასეულის პირადი შემადგენლობა, ასევე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები.დიდგორობის დღესასწაულზე სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოებაც იგეგმება. დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა სახელმწიფო ჯილდო — „დიდგორის ჯვრის ორდენი", რომელიც ყოველი წლის 12 აგვისტოს გადაეცემათ გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს.1121 წლის 12 აგვისტოს მანგლისის მახლობლად, დიდგორის ველზე მეფე დავით აღმაშენებელმა გადამწყვეტ ბრძოლაში თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც ისტორიკოსებმა „ძლევაი საკვირველი“ უწოდეს. ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში.
https://sputnik-georgia.com/20200811/georgia-history-king-david-IV-agmashenebeli-240937640.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24621/87/246218777_0:354:2696:2048_1920x0_80_0_0_f219fee03dd8385dec263aa346ef4af2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
წელს დიდგორობის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება
19:31 04.08.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) ღონისძიებაში საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფი და ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.
თბილისი, 4 აგვისტო - Sputnik. წელს დიდგორობის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება - დიდგორის ძლევამოსილი ბრძოლიდან 900 წელი შესრულდება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 12 აგვისტოს, „ძლევაი საკვირველის" საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს მთავრობის ორგანიზებით მასშტაბური ღონისძიება იგეგმება. ღონისძიებისთვის მზადება უკვე დაწყებულია.
უწყების ცნობით, დიდგორის ბრძოლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით რეპეტიციები სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს. ერთ-ერთ ლოკაცია არის გელათის სამონასტრო კომპლექსი, სადაც მონაწილეობენ ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის, II ქვეითი ბრიგადისა და ეროვნული გვარდიის სარიტუალო ასეულის პირადი შემადგენლობა, ასევე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები.
„12 აგვისტოს დიდგორის მემორიალსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე გელათის სამონასტრო კომპლექსსა და გეგუთის სასახლის ტერიტორიაზე შთამბეჭდავი თეატრალიზებული სანახაობით საქართველოს ისტორიის მე-12 საუკუნის მნიშვნელოვანი ეპიზოდი გაცოცხლდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
დიდგორობის დღესასწაულზე სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოებაც იგეგმება. დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა სახელმწიფო ჯილდო — „დიდგორის ჯვრის ორდენი", რომელიც ყოველი წლის 12 აგვისტოს გადაეცემათ გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს.
1121 წლის 12 აგვისტოს მანგლისის მახლობლად, დიდგორის ველზე მეფე დავით აღმაშენებელმა გადამწყვეტ ბრძოლაში თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც ისტორიკოსებმა „ძლევაი საკვირველი“ უწოდეს.
ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში.