წყალდიდობა ავღანეთში: დაღუპულია ათობით ადამიანი – ვიდეო

გამოწერა
ავღანეთში წყალდიდობას და მეწყრებს მინიმუმ 40 ადამიანი შეეწირა. ბოლო დღეებში გადაუღებლად წვიმდა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ნურისტანის პროვინციაში.
უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 150 ადამიანი. დანგრეულია 80 სახლი, ხოლო კიდევ ათობით შენობას, რომლებიც უსაფრთხოების ნორმების დარღვევით არის აშენებული, საძირკველი მორყეული აქვს და მათაც დანგრევა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0