https://sputnik-georgia.com/20210803/tyis-xanZrebi-siciliaze-252497150.html
ტყის ხანძრები სიცილიაზე: პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა
ტყის ხანძრები სიცილიაზე: პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა
Sputnik საქართველო
პოლიციის ცნობით, ერთ-ერთი წამკიდებელი 80 წლის სიცილიელი მოხუცია, ხოლო მეორე - 25 წლის ალბანელი ახალგაზრდა 03.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-03T20:35+0400
2021-08-03T20:35+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/02/252484628_0:84:1601:984_1920x0_80_0_0_b2a5cc823e84f97633b545dd5fa04f27.jpg
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. იტალიელმა კარაბინერებმა სიცილიაზე ორი პირი დააკავეს, რომლებიც ენას პროვინციაში ტყეში ცეცხლის გაჩენას ცდილობდნენ, იუწყება ადგილობრივი გამოცემა La Sicilia სამართალდამცველ ორგანოებზე დაყრდნობით. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის წამკიდებლები ფაქტზე დაიჭირეს ნებროდის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, სადაც ისინი ბუჩქებისთვის ცეცხლის წაკიდებას ცდილობდნენ. ეს ორი ფერმერი აღმოჩნდა — 80 წლის სიცილიელი და 25 წლის ალბანელი მამაკაცი. ოფიცრებმა ბოროტგანმზრახველები გზის პატრულირებისას შენიშნეს, რომელიც ორ დიდ პროვინციას აკავშირებს ერთმანეთთან. მამაკაცებმა მიმალვა სცადეს, მაგრამ პოლიციამ მათი დაკავება შეძლო. მათ თან აღმოაჩნდათ საწვავი სითხით სავსე ავზები და სანთებელები.პოლიციის მონაცემებით, ამ ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე სამართალდამცველებმა კიდევ ერთი ცეცხლის წამკიდებელი დააკავეს სიცილიის სხვა რაიონში.ტყის უძლიერესი ხანძრები კუნძულზე ივლისის შუა რიცხვებიდან მძვინვარებს. ადგილობრივმა საგანგებო სამსახურებმა 37 ათასზე მეტი ოპერაცია ჩაატარეს ცეცხლის კერების ლიკვიდაციის კუთხით. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ხანძრების უმეტესობა ადამიანის განზრახ ან უნებლიე ქმედებების შედეგია, ხოლო თვითაალება უკიდურესად იშვიათად ხდება.
https://sputnik-georgia.com/20210802/tyis-xandzrebi-saberdznetshi-252483022.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/02/252484628_88:0:1511:1067_1920x0_80_0_0_0a33c105e7ad4010143831021fc7e6ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ტყის ხანძრები სიცილიაზე: პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა
20:35 03.08.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) პოლიციის ცნობით, ერთ-ერთი წამკიდებელი 80 წლის სიცილიელი მოხუცია, ხოლო მეორე - 25 წლის ალბანელი ახალგაზრდა
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. იტალიელმა კარაბინერებმა სიცილიაზე ორი პირი დააკავეს, რომლებიც ენას პროვინციაში ტყეში ცეცხლის გაჩენას ცდილობდნენ, იუწყება ადგილობრივი გამოცემა
La Sicilia სამართალდამცველ ორგანოებზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის წამკიდებლები ფაქტზე დაიჭირეს ნებროდის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, სადაც ისინი ბუჩქებისთვის ცეცხლის წაკიდებას ცდილობდნენ. ეს ორი ფერმერი აღმოჩნდა — 80 წლის სიცილიელი და 25 წლის ალბანელი მამაკაცი.
ოფიცრებმა ბოროტგანმზრახველები გზის პატრულირებისას შენიშნეს, რომელიც ორ დიდ პროვინციას აკავშირებს ერთმანეთთან. მამაკაცებმა მიმალვა სცადეს, მაგრამ პოლიციამ მათი დაკავება შეძლო. მათ თან აღმოაჩნდათ საწვავი სითხით სავსე ავზები და სანთებელები.
პოლიციის მონაცემებით, ამ ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე სამართალდამცველებმა კიდევ ერთი ცეცხლის წამკიდებელი დააკავეს სიცილიის სხვა რაიონში.
ტყის უძლიერესი ხანძრები კუნძულზე ივლისის შუა რიცხვებიდან მძვინვარებს. ადგილობრივმა საგანგებო სამსახურებმა 37 ათასზე მეტი ოპერაცია ჩაატარეს ცეცხლის კერების ლიკვიდაციის კუთხით.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ხანძრების უმეტესობა ადამიანის განზრახ ან უნებლიე ქმედებების შედეგია, ხოლო თვითაალება უკიდურესად იშვიათად ხდება.