საგარეო უწყება: საქართველოში მგზავრობის შესახებ აშშ-ის რეკომენდაცია ახალი არ არის

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გერბი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გერბი - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
გამოწერა
უწყება ამტკიცებს, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანა არ არის, სადაც მოგზაურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს ასეთი რეკომენდაციით მიმართავს.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოში მგზავრობასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაცია ნამდვილად არ არის ახალი და კოვიდ-ინფექციის გავრცელებასთან არის დაკავშირებული, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში მგზავრობასთან დაკავშირებით გაავრცელა რეკომენდაცია, რომლის თანახმად, საქართველოში მოგზაურობა არ არის სასურველი.
პატრული - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
მასმედია: პოლიციამ შანაი ბრუკის მკვლელის იდენტიფიცირება მოახერხა
საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სისტემატურად აფრთხილებს საკუთარ მოქალაქეებს ამა თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობასთან დაკავშირებულ რისკებზე და ის, რომ კოვიდის ფონზე საქართველოში მგზავრობაზეც ასეთი გაფრთხილებაა, გასაკვირი არ არის.
„სწორედ კოვიდის ფონზე საქართველოს მინიჭებული აქვს მეოთხე დონე, რომლითაც აშშ საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავშეკავებას ურჩევს“, – ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო უწყება ხაზს უსვამს, რომ ეს გაფრთხილება უკავშირდება კორონავირუსს, რაც ცალსახად არის განმარტებული სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზეც.
სოციალურ ქსელში აშშ-ის დეპარტამენტის განცხადებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. ბევრმა ეს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ზოგადად, მათ შორის, ავსტრალიის მოქალაქის შანაი ბრუკის მკვლელობას დაუკავშირა. მათი აზრით, საქართველოში ძალიან იმატა კრიმინალურმა შემთხვევებმა.
ყველა ახალი ამბავი
0