https://sputnik-georgia.com/20210803/premieri-winasaarCevno-kampaniis-dawyebaze-252496953.html
პასუხისმგებლობას ვიღებთ: პრემიერი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებაზე
პასუხისმგებლობას ვიღებთ: პრემიერი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებაზე
Sputnik საქართველო
წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში ოფიციალურად უკვე დაიწყო. ხელისუფლება პირობას დებს, რომ თავისუფალ, კონკურენტულ არჩევნებს ჩატარებს. 03.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-03T19:21+0400
2021-08-03T19:21+0400
2021-10-19T18:02+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1c/252441166_415:72:1287:562_1920x0_80_0_0_14430a64ddad9fcd49a5e34d5fdf55c9.jpg
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. მთავრობა თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას არჩევნების თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებაზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებიდან მეორე დღეს.საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ თვითმმართველობის არჩევნების თარიღი – 2 ოქტომბერი დაასახელა. ამ არჩევნებზე ქვეყნის მოსახლეობა მერებსა და საკრებულოს წევრებს აირჩევს.„მთავრობა იღებს სრულ პასუხისმგებლობას არჩევნების აბსოლუტურად მშვიდ, თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებაზე. მაქსიმალურად ვიქნებით მობილიზებული, რომ ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში ოფიციალურად მხოლოდ 2 აგვისტოს დაიწყო, პარტიებმა აგიტაცია ბევრად ადრე დაიწყეს.წინასწარი პროგნოზითა და საზოგადოებრივი მოსაზრების გამოკითხვით, კენჭისყრამდე ორი თვით ადრე უკვე გამოიკვეთა სამი ძირითადი ძალა, რომლებიც ადგილობრივ ორგანოებში ძალაუფლებისთვის იბრძოლებენ. ეს პარტიებია მმართველი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას მიერ ივნისში შექმნილი „საქართველოსთვის“.
https://sputnik-georgia.com/20210802/vis-dauchers-amomrcheveli-mxarsarchevnebze-252488332.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1c/252441166_500:79:1218:618_1920x0_80_0_0_a91af82e6c0d09207744cef1fd641b4c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო
პასუხისმგებლობას ვიღებთ: პრემიერი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებაზე
19:21 03.08.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში ოფიციალურად უკვე დაიწყო. ხელისუფლება პირობას დებს, რომ თავისუფალ, კონკურენტულ არჩევნებს ჩატარებს.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. მთავრობა თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას არჩევნების თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებაზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებიდან მეორე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ თვითმმართველობის არჩევნების თარიღი – 2 ოქტომბერი დაასახელა. ამ არჩევნებზე ქვეყნის მოსახლეობა მერებსა და საკრებულოს წევრებს აირჩევს.
„მთავრობა იღებს სრულ პასუხისმგებლობას არჩევნების აბსოლუტურად მშვიდ, თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებაზე. მაქსიმალურად ვიქნებით მობილიზებული, რომ ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში ოფიციალურად მხოლოდ 2 აგვისტოს დაიწყო, პარტიებმა აგიტაცია ბევრად ადრე დაიწყეს.
წინასწარი პროგნოზითა და საზოგადოებრივი მოსაზრების გამოკითხვით, კენჭისყრამდე ორი თვით ადრე უკვე გამოიკვეთა სამი ძირითადი ძალა, რომლებიც ადგილობრივ ორგანოებში ძალაუფლებისთვის იბრძოლებენ. ეს პარტიებია მმართველი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას მიერ ივნისში შექმნილი „საქართველოსთვის“.