პოლონეთში ვაქცინაციის პუნქტი დაწვეს – ვიდეო

გამოწერა
პოლონეთში მოსახლეობის დაახლოებით 50% სრულად ვაქცინირებულია. თუმცა სოციალური გამოკითხვები უჩვენებს, რომ პოლონელთა თითქმის მეოთხედი ანტივაქსერია, ან ვერ წყვეტს, აიცრას თუ არა.
პოლონეთის ქალაქ ზამოსცში დაუდგენელმა პირმა ღამით ვაქცინაციის მობილური პუნქტი და ეპიდემიოლოგიური სადგური დაწვა.
წინასწარი ინფორმაციით, უცნობი მამაკაცი დაახლოებით ღამის პირველ საათზე ველოსიპედით მივიდა ვაქცინაციის მოძრავ პუნქტთან და ხანძარი გააჩინა. პოლიციელებმა ხანძარი შენიშნეს სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სადგურის შენობაშიც.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მასმედიის ცნობით, ვაქცინაციის პუნქტში დაიწვა მაგიდები, სამედიცინო საწოლი და კომპიუტერი. ხოლო ეპიდემიოლოგიურ სადგურში ალი მოედო სარდაფს, რომელშიც დამცავი კოსტიუმები ინახებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0