„ბრძოლას ბავშვობიდან ვარ მიჩვეული“ – ნანა ნებიერიძე პოლიტიკაში მიდის

© Photo: Nana Nebieridze / FBნანა ნებიერიძე
ნანა ნებიერიძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
მომხიბვლელმა ქართველმა სპორტსმენმა ქალმა, რომელიც წყალში ხტომაში ევროპის ჩემპიონია, საზოგადოებას თავი არა იმდენად საკუთარი სპორტული მიღწევებით, რამდენადაც პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან” დაამახსოვრა.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. სპორტსმენი ნანა ნებიერიძე პოლიტიკაში მიდის და გიორგი გახარიას გუნდს უერთდება. ამის შესახებ სპორტსმენმა საკუთარ Facebook-ზე დაწერა.
როგორც სპორტსმენი აცხადებს, დადგა დრო, როდესაც „თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი სამშობლოს, ჩვენი შვილების და შვილიშვილების წინაშე“.
„მე მინდა სიახლე, მინდა უკეთესი ქვეყანა და არსად გავიქცევი, არსად არ წავალ. აქ ვიქნები და აქ ვიბრძოლებ იმ ქვეყნისთვის, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, სადაც ჩემი მშობლები, მე, ჩემი შვილი და შვილიშვილი დაიბადა. ამბობენ, „პოლიტიკა ბინძური საქმეა“, არა, ბატონებო, პოლიტიკას ადამიანები ქმნიან“, – წერს ნებიერიძე.
ნანა ნებიერიძეს 26 წლის გოგონა ჰყავს ნინა ჯაფარიძე, რომელიც საზოგადოებამ ბოლო დროს ერთ-ერთი კვების ობიექტის დამაარსებლის ამპლუაში გაიცნო. წლების წინ, როდესაც გოგონა გათხოვდა, სპორტსმენი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ნინა ჟურნალისტიკაზე სწავლობს, სპორტთან კავშირი არ აქვს, თუმცა ცურვა იცის, ჩოგბურთს თამაშობს, თხილამურებზე დგას, ცხენით ჯირითიც იცის, ცეკვაზე, სიმღერაზე დადიოდა და „რაც შეეძლო, ყველაფერი მაქსიმალურად მისცა“.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური