მოტაცება ცოლად მოყვანის მიზნით – დაკავებულია ოთხი პირი

© Pixabay / StockSnapპატარძალი
პატარძალი - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
გამოწერა
პოლიციამ დანაშაულში მონაწილე პირები ცხელ კვალზე დააკავა. ბრალდებულებს ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. მცხეთა–მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა პირმა სამ თანამზრახველთან ერთად მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ 1998 წელს დაბადებულ ახალგაზრდა ქალს ცოლად მოყვანის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.
სამართალდამცველებმა დანაშაულში მონაწილე ოთხივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს, რაც ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0