https://sputnik-georgia.com/20210803/liderfudis-TanamSromlebi-gaificnen-252497502.html
კომპანია „ლიდერფუდის“ თანამშრომლები გაიფიცნენ
კომპანია „ლიდერფუდის“ თანამშრომლები გაიფიცნენ
Sputnik საქართველო
კომპანიის თანამშრომლებს არ სურთ, რომ საწარმოს გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა ერთ-ერთ მეწილესთან კონფლიქტის გამო დატოვოს. 03.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-03T18:43+0400
2021-08-03T18:43+0400
2021-10-19T18:02+0400
ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/07/249378478_0:38:2048:1197_1920x0_80_0_0_1f16600103f91480d4afb03d767368c2.jpg
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. მცხეთაში კომპანია „ლიდერფუდის“ თანამშრომლები გენერალური დირექტორის მხარდასაჭერად გაიფიცნენ, იუწყება „პირველი არხი“.მათი განცხადებით, კომპანიის გენერალური დირექტორის რომა ანთიძის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში ახალი მმართველი დაინიშნება, რასაც საკადრო ცვლილებები მოჰყვება.გაფიცული თანამშრომლების ცნობით, „ლიდერფუდის“ 50-პროცენტიანი წილის მფლობელი ირაკლი დუმბაძე გენერალურ დირექტორს მისი უფლებამოსილების ეფექტურად განხორციელების საშუალებას არ აძლევს.როგორც თავად გენერალურმა დირექტორმა ტელეკომპანიას განუცხადა, ერთ-ერთი მეწილე მას კომპანიის გაკოტრებაში სდებს ბრალს, გამოგონილი ბრალდებებით უჩივის სასამართლოში, რის გამოც მიიღო გადაწყვეტილება, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილის საფუძველზე დატოვოს.ირაკლი დუმბაძეს შექნილ ვითარებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. საქართველოს უმსხვილესი ხორცის გადამამუშავებელი საწარმო „ლიდერფუდი“ 2009 წელს დაარსდა. ის 50-მდე დასახელების პროდუქციას აწარმოებს ევროპული ტექნოლოგიებით.
https://sputnik-georgia.com/20210714/tyibulSi-qvanaxSiris-mopoveba-ganaxlda-meSaxteebma-gaficva-Sewyvites-252321537.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/07/249378478_0:0:2048:1287_1920x0_80_0_0_141197c53dab98388897a514b4d9950a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
კომპანია „ლიდერფუდის“ თანამშრომლები გაიფიცნენ
18:43 03.08.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) კომპანიის თანამშრომლებს არ სურთ, რომ საწარმოს გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა ერთ-ერთ მეწილესთან კონფლიქტის გამო დატოვოს.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. მცხეთაში კომპანია „ლიდერფუდის“ თანამშრომლები გენერალური დირექტორის მხარდასაჭერად გაიფიცნენ, იუწყება
„პირველი არხი“. მათი განცხადებით, კომპანიის გენერალური დირექტორის რომა ანთიძის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში ახალი მმართველი დაინიშნება, რასაც საკადრო ცვლილებები მოჰყვება.
გაფიცული თანამშრომლების ცნობით, „ლიდერფუდის“ 50-პროცენტიანი წილის მფლობელი ირაკლი დუმბაძე გენერალურ დირექტორს მისი უფლებამოსილების ეფექტურად განხორციელების საშუალებას არ აძლევს.
როგორც თავად გენერალურმა დირექტორმა ტელეკომპანიას განუცხადა, ერთ-ერთი მეწილე მას კომპანიის გაკოტრებაში სდებს ბრალს, გამოგონილი ბრალდებებით უჩივის სასამართლოში, რის გამოც მიიღო გადაწყვეტილება, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილის საფუძველზე დატოვოს.
„ის საკუთარ კომპანიას ედავება სასამართლოს საშუალებით და ჩემ წინააღმდეგ შეაქვს სარჩელები ერთადერთი მიზნით, რომ როგორმე გადამაყენოს თანამდებობიდან. 20 წელია ამ სფეროში ვმუშაობ, კომპანიისთვის ზიანი არასოდეს მიმიყენებია და ვცდილობ, ვიდრე თანამდებობაზე კიდევ ვარ, რომ კომპანია წავიდეს წინ“, – განაცხადა რომა ანთიძემ.
ირაკლი დუმბაძეს შექნილ ვითარებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
საქართველოს უმსხვილესი ხორცის გადამამუშავებელი საწარმო „ლიდერფუდი“ 2009 წელს დაარსდა. ის 50-მდე დასახელების პროდუქციას აწარმოებს ევროპული ტექნოლოგიებით.