https://sputnik-georgia.com/20210803/kriatina-timanovskaias-demarSi-252498868.html
მოსაზრება: ტიმანოვსკაიას დემარშის ნამდვილი მიზეზები ტოკიოს ოლიმპიადაზე
მოსაზრება: ტიმანოვსკაიას დემარშის ნამდვილი მიზეზები ტოკიოს ოლიმპიადაზე
Sputnik საქართველო
ბელორუსმა მძლეოსანმა კრისტინა ტიმანოვსკაიამ ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე ფინალამდე მირბენა ვერცერთ გაცხადებულ დისტანციაზე ვერ შეძლო, სამაგიეროდ მარტივად მოხვდა... 03.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-03T23:12+0400
2021-08-03T23:12+0400
2023-07-20T15:43+0400
მოსაზრება
ანალიტიკა
ავტორები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/03/252496661_0:0:3183:1801_1920x0_80_0_0_d09f1123b1f803f570809ab23ca0559d.jpg
მაქსიმ ოგნენნიახალგაზრდა მორბენლის მონაწილეობით ნამდვილ სპორტულ ტრილერს მძლეოსნობის (და არა მარტო) მოყვარულები მთელ მსოფლიოში ადევნებენ თვალყურს. პოლიტიკა, რომელიც გამუდმებით უარყოფს რაიმე გავლენას ათლეტიკურ სამყაროზე, ვერც ამჯერად დარჩა გვერდზე. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ ის რაღაცნაირად დიდი ხნის განმავლობაში იცდიდა ან თავს იკავებდა, სინდისი აწუხებდა ან თავისი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი ეპარებოდა. მაგრამ ვითარების „აღმაშფოთებლობა“ პოლიტიკას გულგრილს ვერ დატოვებდა.რა მოხდა იქ, იდუმალ იაპონიაში, პანდემიის დროს ისტორიაში ერთადერთ თამაშებზე? ვინ არის დამნაშავე და რა უნდა გაკეთდეს? მოდით, გავერკვეთ და ჭეშმარიტება მოვძებნოთ. მაგრამ აუცილებელია გვახსოვდეს ანდაზა, რომ ჭეშმარიტება ხმათა უმრავლესობით არ მტკიცდება.ფაქტები და მხოლოდ ფაქტებითანამედროვე მსოფლიოში ხშირად დიდი მნიშვნელობა და წონა მონაცემებსა და ფაქტებს კი არ აქვს, არამედ მონაწილე მხარეების რეაქციებს მათზე. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ნებისმიერი დაინტერესებული პერსონის სუბიექტურ, ემოციურ განცხადებებს არაფერი კავშირი არ აქვს ობიექტურობასთან. ამიტომ, ამ უკვე კლასიკურად ქცეულ ხაფანგში რომ არ მოვხვდეთ, მხოლოდ ფაქტებს დავეყრდნობით.მაშ ასე: 30 ივლისს ტიმანოვსკაია 100 მეტრზე საკვალიფიკაციო გარბენზე გამოვიდა. ეს მისი პირველი დისტანციაა ორიდან, რომელზეც ტოკიოში უნდა გამოვიდეს. ოლიმპიადაზე ჩასვლისას წვრთნების დროს მიღწეული პირადი რეკორდების წარმოჩენით, კრისტინა მესამე ადგილს ცამეტი მეასედით ჩამორჩება და ნახევარფინალში ვერ გადის. როგორც თავად სპორტსმენმა ახსნა თავისი შედეგი, პირველი დისტანცია მას მეორისთვის — 200 მეტრიანისთვის სამზადისად აღიქვა. შეიძლება თუ არა სპორტსმენის დადანაშაულება, რომელიც ოფიციალური სტარტებისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებაში გამოტყდა, თითოეულის გადასაწყვეტია, ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთ.ერთი დღის შემდეგ „სპორტული სოლიდარობის ბელარუსულმა ფონდმა“ გამოაცხადა, რომ ათლეტის ტოკიოდან იძულებით გაყვანას ცდილობენ. ამის მიზეზად ტიმანოვსკაიას მიერ ტრენერთა შტაბის კრიტიკა სახელდება, რომელსაც მისი 400 მეტრიან ესტაფეტაში ჩართვა სურდა. ამის შემდეგ ფონდმა კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელა, რომ კრისტინა ევროპისთვის აპირებდა თავშესაფრის თხოვნას. სწორედ ამ მომენტიდან მთავრდება ამ მართლაც სამწუხარო ისტორიის მთელი ფაქტობრივი ნაწილი. ტოკიოდან ათასობით კილომეტრით დაშორებული ფონდი არა მარტო საინფორმაციო მიზეზს ქმნის მსოფლიო მედიისთვის, რომლებიც, სიმართლე რომ ვთქვათ, მოწყენილია ხმამაღალი ისტორიების არარსებობის გამო, არამედ ერთი ფრაზით გადაჰყავს მომხდარი წმიდა სპორტული სიბრტყიდან პოლიტიკურში — უფრო მეტიც, საერთაშორისოში. ჩვენ ამას კიდევ დავუბრუნდებით. მხარეების რეაქცია ასევე იწვევს არაერთ კითხვას. მანამდე კი მხოლოდ ფაქტებზე, რომლებსაც ვერ გაექცევი, მიუხედავად იმისა, რომ ტიმანოვსკაია კარგად დარბის.კრისტინა ნამდვილად გამოთქვამდა გაკვირვებას თავის სოციალურ ქსელებში ტრენერთა შტაბის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მაგრამ, რამდენადაც ჩვენ ვიცით, სპორტსმენის საქმე არ არის იმსჯელოს იმათ გადაწყვეტილებაზე, ვინც წვრთნის. ეს პრინციპში დაუშვებელია. თუ შენი მასწავლებლების აზრს ანგარიშს არ უწევ, მაშ, რატომღა ვარჯიშობ მათთან? და განა მათი დამსახურება არ არის, რომ ცხოვრების მთავარ სტარტზე შეგარჩიეს? ეს რიტორიკული კითხვებია.მოგვიანებით, როდესაც ისტორიამ მსოფლიო მასშტაბი შეიძინა, ტიმანოვსკაიამ სოციალური ქსელებითვე სცადა განემარტა, რომ ის, მიუხედავად ყველაფრისა, რაღა თქმა ინდა, ირბენდა ესტაფეტას, რომ ყველა ძალას მოახმარდა იმას, რომ თავის გუნდს დახმარებოდა. მაშ, რაღატომ ამბობდი თავიდან, რომ უკმაყოფილო ხარ შენი გუნდში შეყვანის გადაწყვეტილებით? რატომ ხსნიდი ამას იმით, რომ ეს რაღაცნაირად შეგიძლიდა ხელს პროფილურ დისტანციებზე გამოსვლაში?იმისათვის, რომ საბოლოოდ დავხუროთ სპორტსმენის ფიზიკური მდგომარეობისა და პირადი გარბენებისთვის ჰიპოთეტური ზიანის საკითხი, საკმარისია შეჯიბრების განრიგს ჩავხედოთ. კრისტინას 200 მეტრი ორშაბათს, 2 აგვისტოს უნდა ერბინა, ხოლო ესტაფეტა მხოლოდ 5 აგვისტოს საღამოს უნდა შემდგარიყო. ორი სრული დღე ძალების აღსადგენად, რათა საკუთარ გუნდს დახმარებოდა... მაგრამ გოგონამ აღშფოთება გადაწყვიტა.ხოლო ზოგიერთების პასაჟები იმის შესახებ, რომ ტიმანოვსკაიას 200 მეტრიან დისტანციაზე მედლისთვის ბრძოლის შესაძლებლობა წაართვეს, მიმტევებელი ღიმილის მეტს არაფერს იწვევს. თუ კრისტინას შედეგებს გადავხედავთ წინა შეჯიბრებზე და კვალიფიკაციის შედეგებს შევადარებთ, ნახავთ, რომ ციფრები ტავად მეტყველებნ ყველაფერზე.მედლებისთვის რომელ რეალურ ბრძოლაზე შეიძლება საუბარი, თუ ტიმანოვსკაიას ყველაზე დიდი მიღწევა — ეს 2019 წლის უნივერსიადაზე გამარჯვებაა. ტიმანოვსკაიას მიერ 200 მეტრზე ოფიციალურად დარეგისტრირებული საუკეთესო რეზულტატის — 22,78 წამის გათვალისწინებით, ის ვერცერთ ნახევარფინალში ვერ დაიკავებდა მეხუთე ადგილზე მაღალ პოზიციას. ანუ ფინალში ვერ გავიდოდა. არაფერი პირადული, მხოლოდ ციფრები.მწვრთნელების სწორი გადაწყვეტილებაპროგრესული საზოგადოება, როგორც კი მედიასაშუალებებში სათაურები წაიკითხა, მაშინვე აღშფოთდა ფედერაციის გადაწყვეტილებით, ჩამოეშორებინა სპორტსმენი შეჯიბრისთვის მისი ემოციურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის საფუძველზე.თუმცა ამაში აღსაშფოთებელი არაფერია. პირველი ფაქტი — თავად ტიმანოვსკაიას მართლაც ემოციური განცხადება სოციალურ ქსელში, მეორე — განცხადების შინაარსი.სპორტსმენმა განცხადებაში მარტო უკმაყოფილება კი არ გამოთქვა ტრენერთა შტაბის გადაწყვეტილების გამო, არამედ დაადანაშაულა კიდეც ხელმძღვანელობა ოლიმპიადისთვის არასწორ სამზადისში. არადა კრისტინას უნდა სცოდნოდა, რომ ყველაფერო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ახალი წესების გამო მოხდა, რომლეთა თანახმად ბელორუს სპორტსმენებს ოლიმპიადის წინ დიდი რაოდენობით დოპინგ-ტესტი უნდა გაევლოთ, რისი გავლაც ვერ მოასწრეს.თქვენ მხოლოდ წარმოიდგინეთ, როგორ ზის ოტელის ნომერში ბელორუს ტრენერთა შტაბი და პირდაღებული უსმენს თავიანთი სპორტსმენის აღიარებას. ამ შტაბში, უეჭველია, არიან ფსიქოლოგები, რომლებსაც ესმით, რომ სპორტსმენი აშკარად „წაიღო“ და არც თავისი მოგზაურობის სპორტულ შემადგენელზე ფიქრობს და არც რამე სხვაზე. ამიტომ არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ტიმანოვსკაიას შინ დაბრუნება გადაწყდა.ჭეშმარიტება არასდროსაა წმინდაოსკარ უაილდმა ჯერ კიდევ მეცრამეტე საუკუნეში თქვა, რომ ჭეშმარიტება იშვიათად არის არის წმინდა და არასდროსაა ერთმნიშვნელოვანი. ბელორუსი სპორტსმენის ისტორია ამ შეგონების სიბრძნეს ადასტურებს.დავუბრუნდეთ იმას, რაც შემდეგ იყო. სპორტში მოვიდა პოლიტიკა. ქვეყნების ელჩების განცხადებები, ოლიმპიური კომიტეტის რეაქცია, ბელარუსიდან ტიმანოვსკაიას ოჯახის გამგზავრების თაობაზე ინფორმაცია, სპორტსმენისთვის ვიზის მიცემა, ყველა იმის კომენტარი, ვისაც ივლისის ბოლო დღეებამდე ტიმანოვსკაია საერთოდ არ აინტერესებდა — რა აღარ წავიკითხეთ ამ დღეებში.სპორტი, რომელიც თავისი არსით პოლიტიკის მიღმა უნდა იდგეს, უნებურად იქცა პოლიტიკური ბატალიების არენად. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ არ დაუშვას ტიმანოვსკაია 200 მეტრზე გარბენში. გამოდის, რომ ტრენერთა შტაბის გადაწყვეტილება მართებულად აღიარეს. კრისტინას ემოციურ მდგომარეობას რაღაც დაემართა.ახლა უკვე ცნობილია, რომ სპორტსმენი პოლონეთში გაემგზავრება, რომლის წინადადებაც სპორტსმენმა მიიღო. ახლა შეიძლება მშვიდად გაანალიზდეს სპორტსმენის პიროვნება და ის მიზეზები, რომლებმას მას ასეთი გადამჭრელი მოქმედებებისკენ უბიძგა.და რას შეუძლია ყველაზე მეტი თქვას ადამიანის პიროვნებაზე თანამედროვე სამყაროში? რაღა თქმა უნდა, სოციალურ ქსელებს, საიდანაც დაიწყო კიდეც ყველაფერი. და რას ვხედავთ?ოლიმპიადამდე ორი თვით ადრე კრისტინა ტიმანოვსკაიამ თავის ქმართან ერთად წამოიწყო მარათონი ერთ-ერთ პოპულარულ სოციალურ ქსელში. გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სპორტსმენი ხელმომწერებს თავის ფორმაში მოყვანასა და სწორ კვებაზე გადასვლაში დახმარებას სთავა ზობდა. ფასები სხვადასხვანაირი იყო — ტარიფები ახლაც ხელმისაწვდომია კრისტინას პროფილზე.მიუხედავად მოკრძალებული 20 ათასზე ცოტა მეტი ხელმომწერისა, ტიმანოვსკაია თამამად სთავაზობს პუბლიკას სხვადასხვა საქონელსა და სერვისებს, რომლებიც ყოველთვის სპორტს არ უკავშირდება.კრისტინას არავინ კიცხავს იმისთვის, რომ ფულის შოვნის სურვილი აქვს. მაგრამ ჩვენ ოლიმპიურ თამაშებზე ვლაპარაკობთ და მისთვის სწორად მომზადებაზე. ადანაშაულებს რა მწვრთნელებს, ტიმანოვსკაიას აბსოლუტურად ნორმალურად მიაჩნია ის, რომ თავის შინაგან ენერგიას არა მარტო თავისი სპორტული ფორმისკენ, არამედ სხვების დახმარებისკენ მიმართავდა. ვერაფერს იტყვი, მართლაც დიდსულოვნებაა.მაგრამ ეს სპორტია. ეს ოლიმპიადაა. სპორტსმენები მე დიასაშუალებებთან ურთიერთობაზე ამბობენ უარს, სოციალურ ქსელებში აღარ ჩნდებიან, მთლიანად იძირებიან საკუთარ თავებში, რათა ერთხელაც არენაზე გამოვიდნენ და აჩვენონ, რა შეუძლიათ. მაგრამ, სამწუხაროდ, ყველას სხვადასხვა შესაძლებლობები და საკუთარი ზღვარი აქვს.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!
https://sputnik-georgia.com/20210803/---------252497432.html
https://sputnik-georgia.com/20210803/skandali-tokioSi-qarTvel-mZleosans-sisxlSi-akrZaluli-steroidebi-aRmoaCnda-252492461.html
https://sputnik-georgia.com/20210803/amerikelebi-olimpiadaze-patiosani-TamaSidan-garicxes-252496048.html
https://sputnik-georgia.com/20210802/olimpiuri-oqros-pasi-saqartvelosa-da-postsabchota-qveynebshi-252486198.html
https://sputnik-georgia.com/20210803/kuriozebi-olimpiur-tamashebze-252493544.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/03/252496661_0:0:3183:2001_1920x0_80_0_0_272deafaf941e5ed58fd96649e5a3aa3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მოსაზრება, ანალიტიკა, ავტორები, მსოფლიოს ახალი ამბები
მოსაზრება, ანალიტიკა, ავტორები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალგაზრდა მორბენლის მონაწილეობით ნამდვილ სპორტულ ტრილერს მძლეოსნობის (და არა მარტო) მოყვარულები მთელ მსოფლიოში ადევნებენ თვალყურს. პოლიტიკა, რომელიც გამუდმებით უარყოფს რაიმე გავლენას ათლეტიკურ სამყაროზე, ვერც ამჯერად დარჩა გვერდზე. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ ის რაღაცნაირად დიდი ხნის განმავლობაში იცდიდა ან თავს იკავებდა, სინდისი აწუხებდა ან თავისი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი ეპარებოდა. მაგრამ ვითარების „აღმაშფოთებლობა“ პოლიტიკას გულგრილს ვერ დატოვებდა.
რა მოხდა იქ, იდუმალ იაპონიაში, პანდემიის დროს ისტორიაში ერთადერთ თამაშებზე? ვინ არის დამნაშავე და რა უნდა გაკეთდეს? მოდით, გავერკვეთ და ჭეშმარიტება მოვძებნოთ. მაგრამ აუცილებელია გვახსოვდეს ანდაზა, რომ ჭეშმარიტება ხმათა უმრავლესობით არ მტკიცდება.
ფაქტები და მხოლოდ ფაქტები
თანამედროვე მსოფლიოში ხშირად დიდი მნიშვნელობა და წონა მონაცემებსა და ფაქტებს კი არ აქვს, არამედ მონაწილე მხარეების რეაქციებს მათზე. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ნებისმიერი დაინტერესებული პერსონის სუბიექტურ, ემოციურ განცხადებებს არაფერი კავშირი არ აქვს ობიექტურობასთან. ამიტომ, ამ უკვე კლასიკურად ქცეულ ხაფანგში რომ არ მოვხვდეთ, მხოლოდ ფაქტებს დავეყრდნობით.
მაშ ასე: 30 ივლისს ტიმანოვსკაია 100 მეტრზე საკვალიფიკაციო გარბენზე გამოვიდა. ეს მისი პირველი დისტანციაა ორიდან, რომელზეც ტოკიოში უნდა გამოვიდეს. ოლიმპიადაზე ჩასვლისას წვრთნების დროს მიღწეული პირადი რეკორდების წარმოჩენით, კრისტინა მესამე ადგილს ცამეტი მეასედით ჩამორჩება და ნახევარფინალში ვერ გადის.
როგორც თავად სპორტსმენმა ახსნა თავისი შედეგი, პირველი დისტანცია მას მეორისთვის — 200 მეტრიანისთვის სამზადისად აღიქვა. შეიძლება თუ არა სპორტსმენის დადანაშაულება, რომელიც ოფიციალური სტარტებისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებაში გამოტყდა, თითოეულის გადასაწყვეტია, ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთ.
ერთი დღის შემდეგ „სპორტული სოლიდარობის ბელარუსულმა ფონდმა“ გამოაცხადა, რომ ათლეტის ტოკიოდან იძულებით გაყვანას ცდილობენ. ამის მიზეზად ტიმანოვსკაიას მიერ ტრენერთა შტაბის კრიტიკა სახელდება, რომელსაც მისი 400 მეტრიან ესტაფეტაში ჩართვა სურდა. ამის შემდეგ ფონდმა კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელა, რომ კრისტინა ევროპისთვის აპირებდა თავშესაფრის თხოვნას.
სწორედ ამ მომენტიდან მთავრდება ამ მართლაც სამწუხარო ისტორიის მთელი ფაქტობრივი ნაწილი. ტოკიოდან ათასობით კილომეტრით დაშორებული ფონდი არა მარტო საინფორმაციო მიზეზს ქმნის მსოფლიო მედიისთვის, რომლებიც, სიმართლე რომ ვთქვათ, მოწყენილია ხმამაღალი ისტორიების არარსებობის გამო, არამედ ერთი ფრაზით გადაჰყავს მომხდარი წმიდა სპორტული სიბრტყიდან პოლიტიკურში — უფრო მეტიც, საერთაშორისოში.
ჩვენ ამას კიდევ დავუბრუნდებით. მხარეების რეაქცია ასევე იწვევს არაერთ კითხვას. მანამდე კი მხოლოდ ფაქტებზე, რომლებსაც ვერ გაექცევი, მიუხედავად იმისა, რომ ტიმანოვსკაია კარგად დარბის.
კრისტინა ნამდვილად გამოთქვამდა გაკვირვებას თავის სოციალურ ქსელებში ტრენერთა შტაბის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მაგრამ, რამდენადაც ჩვენ ვიცით, სპორტსმენის საქმე არ არის იმსჯელოს იმათ გადაწყვეტილებაზე, ვინც წვრთნის. ეს პრინციპში დაუშვებელია. თუ შენი მასწავლებლების აზრს ანგარიშს არ უწევ, მაშ, რატომღა ვარჯიშობ მათთან? და განა მათი დამსახურება არ არის, რომ ცხოვრების მთავარ სტარტზე შეგარჩიეს? ეს რიტორიკული კითხვებია.
მოგვიანებით, როდესაც ისტორიამ მსოფლიო მასშტაბი შეიძინა, ტიმანოვსკაიამ სოციალური ქსელებითვე სცადა განემარტა, რომ ის, მიუხედავად ყველაფრისა, რაღა თქმა ინდა, ირბენდა ესტაფეტას, რომ ყველა ძალას მოახმარდა იმას, რომ თავის გუნდს დახმარებოდა. მაშ, რაღატომ ამბობდი თავიდან, რომ უკმაყოფილო ხარ შენი გუნდში შეყვანის გადაწყვეტილებით? რატომ ხსნიდი ამას იმით, რომ ეს რაღაცნაირად შეგიძლიდა ხელს პროფილურ დისტანციებზე გამოსვლაში?
იმისათვის, რომ საბოლოოდ დავხუროთ სპორტსმენის ფიზიკური მდგომარეობისა და პირადი გარბენებისთვის ჰიპოთეტური ზიანის საკითხი, საკმარისია შეჯიბრების განრიგს ჩავხედოთ. კრისტინას 200 მეტრი ორშაბათს, 2 აგვისტოს უნდა ერბინა, ხოლო ესტაფეტა მხოლოდ 5 აგვისტოს საღამოს უნდა შემდგარიყო. ორი სრული დღე ძალების აღსადგენად, რათა საკუთარ გუნდს დახმარებოდა... მაგრამ გოგონამ აღშფოთება გადაწყვიტა.
ხოლო ზოგიერთების პასაჟები იმის შესახებ, რომ ტიმანოვსკაიას 200 მეტრიან დისტანციაზე მედლისთვის ბრძოლის შესაძლებლობა წაართვეს, მიმტევებელი ღიმილის მეტს არაფერს იწვევს. თუ კრისტინას შედეგებს გადავხედავთ წინა შეჯიბრებზე და კვალიფიკაციის შედეგებს შევადარებთ, ნახავთ, რომ ციფრები ტავად მეტყველებნ ყველაფერზე.
მედლებისთვის რომელ რეალურ ბრძოლაზე შეიძლება საუბარი, თუ ტიმანოვსკაიას ყველაზე დიდი მიღწევა — ეს 2019 წლის უნივერსიადაზე გამარჯვებაა. ტიმანოვსკაიას მიერ 200 მეტრზე ოფიციალურად დარეგისტრირებული საუკეთესო რეზულტატის — 22,78 წამის გათვალისწინებით, ის ვერცერთ ნახევარფინალში ვერ დაიკავებდა მეხუთე ადგილზე მაღალ პოზიციას. ანუ ფინალში ვერ გავიდოდა. არაფერი პირადული, მხოლოდ ციფრები.
მწვრთნელების სწორი გადაწყვეტილება
პროგრესული საზოგადოება, როგორც კი მედიასაშუალებებში სათაურები წაიკითხა, მაშინვე აღშფოთდა ფედერაციის გადაწყვეტილებით, ჩამოეშორებინა სპორტსმენი შეჯიბრისთვის მისი ემოციურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის საფუძველზე.
თუმცა ამაში აღსაშფოთებელი არაფერია. პირველი ფაქტი — თავად ტიმანოვსკაიას მართლაც ემოციური განცხადება სოციალურ ქსელში, მეორე — განცხადების შინაარსი.
სპორტსმენმა განცხადებაში მარტო უკმაყოფილება კი არ გამოთქვა ტრენერთა შტაბის გადაწყვეტილების გამო, არამედ დაადანაშაულა კიდეც ხელმძღვანელობა ოლიმპიადისთვის არასწორ სამზადისში. არადა კრისტინას უნდა სცოდნოდა, რომ ყველაფერო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ახალი წესების გამო მოხდა, რომლეთა თანახმად ბელორუს სპორტსმენებს ოლიმპიადის წინ დიდი რაოდენობით დოპინგ-ტესტი უნდა გაევლოთ, რისი გავლაც ვერ მოასწრეს.
თქვენ მხოლოდ წარმოიდგინეთ, როგორ ზის ოტელის ნომერში ბელორუს ტრენერთა შტაბი და პირდაღებული უსმენს თავიანთი სპორტსმენის აღიარებას. ამ შტაბში, უეჭველია, არიან ფსიქოლოგები, რომლებსაც ესმით, რომ სპორტსმენი აშკარად „წაიღო“ და არც თავისი მოგზაურობის სპორტულ შემადგენელზე ფიქრობს და არც რამე სხვაზე. ამიტომ არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ტიმანოვსკაიას შინ დაბრუნება გადაწყდა.
ჭეშმარიტება არასდროსაა წმინდა
ოსკარ უაილდმა ჯერ კიდევ მეცრამეტე საუკუნეში თქვა, რომ ჭეშმარიტება იშვიათად არის არის წმინდა და არასდროსაა ერთმნიშვნელოვანი. ბელორუსი სპორტსმენის ისტორია ამ შეგონების სიბრძნეს ადასტურებს.
დავუბრუნდეთ იმას, რაც შემდეგ იყო. სპორტში მოვიდა პოლიტიკა. ქვეყნების ელჩების განცხადებები, ოლიმპიური კომიტეტის რეაქცია, ბელარუსიდან ტიმანოვსკაიას ოჯახის გამგზავრების თაობაზე ინფორმაცია, სპორტსმენისთვის ვიზის მიცემა, ყველა იმის კომენტარი, ვისაც ივლისის ბოლო დღეებამდე ტიმანოვსკაია საერთოდ არ აინტერესებდა — რა აღარ წავიკითხეთ ამ დღეებში.
სპორტი, რომელიც თავისი არსით პოლიტიკის მიღმა უნდა იდგეს, უნებურად იქცა პოლიტიკური ბატალიების არენად. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ არ დაუშვას ტიმანოვსკაია 200 მეტრზე გარბენში. გამოდის, რომ ტრენერთა შტაბის გადაწყვეტილება მართებულად აღიარეს. კრისტინას ემოციურ მდგომარეობას რაღაც დაემართა.
ახლა უკვე ცნობილია, რომ სპორტსმენი პოლონეთში გაემგზავრება, რომლის წინადადებაც სპორტსმენმა მიიღო. ახლა შეიძლება მშვიდად გაანალიზდეს სპორტსმენის პიროვნება და ის მიზეზები, რომლებმას მას ასეთი გადამჭრელი მოქმედებებისკენ უბიძგა.
და რას შეუძლია ყველაზე მეტი თქვას ადამიანის პიროვნებაზე თანამედროვე სამყაროში? რაღა თქმა უნდა, სოციალურ ქსელებს, საიდანაც დაიწყო კიდეც ყველაფერი. და რას ვხედავთ?
ოლიმპიადამდე ორი თვით ადრე კრისტინა ტიმანოვსკაიამ თავის ქმართან ერთად წამოიწყო მარათონი ერთ-ერთ პოპულარულ სოციალურ ქსელში. გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სპორტსმენი ხელმომწერებს თავის ფორმაში მოყვანასა და სწორ კვებაზე გადასვლაში დახმარებას სთავა ზობდა. ფასები სხვადასხვანაირი იყო — ტარიფები ახლაც ხელმისაწვდომია კრისტინას პროფილზე.
მიუხედავად მოკრძალებული 20 ათასზე ცოტა მეტი ხელმომწერისა, ტიმანოვსკაია თამამად სთავაზობს პუბლიკას სხვადასხვა საქონელსა და სერვისებს, რომლებიც ყოველთვის სპორტს არ უკავშირდება.
კრისტინას არავინ კიცხავს იმისთვის, რომ ფულის შოვნის სურვილი აქვს. მაგრამ ჩვენ ოლიმპიურ თამაშებზე ვლაპარაკობთ და მისთვის სწორად მომზადებაზე. ადანაშაულებს რა მწვრთნელებს, ტიმანოვსკაიას აბსოლუტურად ნორმალურად მიაჩნია ის, რომ თავის შინაგან ენერგიას არა მარტო თავისი სპორტული ფორმისკენ, არამედ სხვების დახმარებისკენ მიმართავდა. ვერაფერს იტყვი, მართლაც დიდსულოვნებაა.
მაგრამ ეს სპორტია. ეს ოლიმპიადაა. სპორტსმენები მე დიასაშუალებებთან ურთიერთობაზე ამბობენ უარს, სოციალურ ქსელებში აღარ ჩნდებიან, მთლიანად იძირებიან საკუთარ თავებში, რათა ერთხელაც არენაზე გამოვიდნენ და აჩვენონ, რა შეუძლიათ. მაგრამ, სამწუხაროდ, ყველას სხვადასხვა შესაძლებლობები და საკუთარი ზღვარი აქვს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!