ვინ იასპარეზებს საქართველოდან 3 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიადაზე

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / ფოტობანკში გადასვლაოლიმპიური ცეცხლი
ოლიმპიური ცეცხლი - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
ტოკიოს ოლიმპიადის მე-11 დღე საქართველოს დელეგაციისთვის საკმაოდ დატვირთული იქნება – ასპარეზობას ხუთი სპორტსმენი დაიწყებს.
რამაზ ზოიძე, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (–67 კგ) 
რამაზ ზოიძე
25 წლის რამაზ ზოიძემ ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია მიმდინარე წლის მარტში ბუდაპეშტში გამართულ საკვალიფიკაციო ტურნირზე მოიპოვა.
რამაზ ზოიძეს ახალგაზრდულ ტურნირებზე კარგი შედეგები ჰქონდა. 2016 წელს იგი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი, 2018 წელს კი 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა.
ლაშა გობაძე, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (–87 კგ) 
ლაშა გობაძე
ლაშა გობაძე, რომელიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია (2019), ტოკიოს ოლიმპიური მედლის ერთ-ერთ სერიოზულ პრეტენდენტად მოიაზრება. გაამართლებს თუ არა იგი მოლოდინს, ამას ხვალ გავიგებთ.
2019 წელს გობაძე ასევე გახდა ევროპის ვიცე-ჩემპიონი – ფინალში იგი დანიის წარმომადგენელთან დამარცხდა.
ლაშა გულელაური, მძლეოსნობა, სამხტომი 
© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / ფოტობანკში გადასვლაОлимпиада-2020
Олимпиада-2020 - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
Олимпиада-2020
ტოკიოს ოლიმპიადა –2020
ლაშა გულელაური თავისი კარიერის ისტორიაში მეორედ მიიღებს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას. თუმცა 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე მისი გამოსვლა არცთუ წარმატებული იყო.
გულელაურის საუკეთესო შედეგი 16 მეტრი და 87 სანტიმეტრია. თუ ტოკიოში საკვალიფიკაციო რაუნდში იგი ამასთან მიახლოებულ შედეგს აჩვენებს, შეიძლება ფინალშიც გავიდეს.
გიორგი მუჯარიძე, ბენიკ აბრამიანი, მძლეოსნობა, ბირთვის კვრა 
© REUTERS / KAI PFAFFENBACHОлимпиада в Токио - грузинская сборная
Олимпиада в Токио - грузинская сборная  - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
Олимпиада в Токио - грузинская сборная
საქართველოს ნაკრები ტოკიოს ოლიმპიადაზე
ტოკიოს ოლიმპიადაზე ბირთვის კვრაში საქართველოს ნაკრებს ჯერ არცთუ კარგი შედეგი აქვს. სოფიკო შათირიშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო ადგილი დაიკავა და ფინალში გასვლა ვერ მოახერხა. ახლა გულშემატკივრებს მამაკაცი სპორტსმენების – გიორგი მუჯარიძის და ბენიკ აბრამიანის იმედი აქვთ.
განსაკუთრებით ეს 36 წლის გამოცდილ აბრამიანზე ითქმის, რომლისთვისაც ტოკიოს ოლიმპიადა კარიერაში მეორეა. რიოს ოლიმპიადაზე საკვალიფიკაციო ეტაპზე აბრამიანის შედეგი 18,72 იყო, რაც ფინალში გასასვლელად მაშინ საკმარისი არ აღმოჩნდა. აბრამიანს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება დაუგროვდა და იმედია, რომ ის ფინალში გასასვლელად ბოლომდე იბრძოლებს.
რაც შეეხება მუჯარიძეს, 23 წლის სპორტსმენისთვის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები პირველია კარიერაში. ბერლინში 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე მისი შედეგი იყო 19 მეტრი და 18 სანტიმეტრი.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური