https://sputnik-georgia.com/20210802/vin-iasparezebs-3-agvistos-tokios-olimpiadaze-252487827.html
ვინ იასპარეზებს საქართველოდან 3 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიადაზე
ვინ იასპარეზებს საქართველოდან 3 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიადაზე
Sputnik საქართველო
ტოკიოს ოლიმპიადის მე-11 დღე საქართველოს დელეგაციისთვის საკმაოდ დატვირთული იქნება – ასპარეზობას ხუთი სპორტსმენი დაიწყებს. 02.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-02T20:13+0400
2021-08-02T20:13+0400
2021-08-02T23:02+0400
სპორტი
საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/02/252487065_0:106:3072:1844_1920x0_80_0_0_0de9718dda8336e595a7b7b6870d1553.jpg
რამაზ ზოიძე, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (–67 კგ) რამაზ ზოიძე
25 წლის რამაზ ზოიძემ ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია მიმდინარე წლის მარტში ბუდაპეშტში გამართულ საკვალიფიკაციო ტურნირზე მოიპოვა.რამაზ ზოიძეს ახალგაზრდულ ტურნირებზე კარგი შედეგები ჰქონდა. 2016 წელს იგი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი, 2018 წელს კი 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა.ლაშა გობაძე, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (–87 კგ) ლაშა გობაძე
ლაშა გობაძე, რომელიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია (2019), ტოკიოს ოლიმპიური მედლის ერთ-ერთ სერიოზულ პრეტენდენტად მოიაზრება. გაამართლებს თუ არა იგი მოლოდინს, ამას ხვალ გავიგებთ.2019 წელს გობაძე ასევე გახდა ევროპის ვიცე-ჩემპიონი – ფინალში იგი დანიის წარმომადგენელთან დამარცხდა.ლაშა გულელაური, მძლეოსნობა, სამხტომი ტოკიოს ოლიმპიადა –2020
ლაშა გულელაური თავისი კარიერის ისტორიაში მეორედ მიიღებს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას. თუმცა 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე მისი გამოსვლა არცთუ წარმატებული იყო.გულელაურის საუკეთესო შედეგი 16 მეტრი და 87 სანტიმეტრია. თუ ტოკიოში საკვალიფიკაციო რაუნდში იგი ამასთან მიახლოებულ შედეგს აჩვენებს, შეიძლება ფინალშიც გავიდეს.გიორგი მუჯარიძე, ბენიკ აბრამიანი, მძლეოსნობა, ბირთვის კვრა საქართველოს ნაკრები ტოკიოს ოლიმპიადაზე
ტოკიოს ოლიმპიადაზე ბირთვის კვრაში საქართველოს ნაკრებს ჯერ არცთუ კარგი შედეგი აქვს. სოფიკო შათირიშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო ადგილი დაიკავა და ფინალში გასვლა ვერ მოახერხა. ახლა გულშემატკივრებს მამაკაცი სპორტსმენების – გიორგი მუჯარიძის და ბენიკ აბრამიანის იმედი აქვთ.განსაკუთრებით ეს 36 წლის გამოცდილ აბრამიანზე ითქმის, რომლისთვისაც ტოკიოს ოლიმპიადა კარიერაში მეორეა. რიოს ოლიმპიადაზე საკვალიფიკაციო ეტაპზე აბრამიანის შედეგი 18,72 იყო, რაც ფინალში გასასვლელად მაშინ საკმარისი არ აღმოჩნდა. აბრამიანს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება დაუგროვდა და იმედია, რომ ის ფინალში გასასვლელად ბოლომდე იბრძოლებს.რაც შეეხება მუჯარიძეს, 23 წლის სპორტსმენისთვის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები პირველია კარიერაში. ბერლინში 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე მისი შედეგი იყო 19 მეტრი და 18 სანტიმეტრი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/02/252487065_0:10:3072:1940_1920x0_80_0_0_e26311aec433f2fd9ee31531849fb050.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
სპორტი, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
ვინ იასპარეზებს საქართველოდან 3 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიადაზე
20:13 02.08.2021 (განახლებულია: 23:02 02.08.2021) ტოკიოს ოლიმპიადის მე-11 დღე საქართველოს დელეგაციისთვის საკმაოდ დატვირთული იქნება – ასპარეზობას ხუთი სპორტსმენი დაიწყებს.
რამაზ ზოიძე, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (–67 კგ)
25 წლის რამაზ ზოიძემ ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია მიმდინარე წლის მარტში ბუდაპეშტში გამართულ საკვალიფიკაციო ტურნირზე მოიპოვა.
რამაზ ზოიძეს ახალგაზრდულ ტურნირებზე კარგი შედეგები ჰქონდა. 2016 წელს იგი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი, 2018 წელს კი 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა.
ლაშა გობაძე, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (–87 კგ)
ლაშა გობაძე, რომელიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია (2019), ტოკიოს ოლიმპიური მედლის ერთ-ერთ სერიოზულ პრეტენდენტად მოიაზრება. გაამართლებს თუ არა იგი მოლოდინს, ამას ხვალ გავიგებთ.
2019 წელს გობაძე ასევე გახდა ევროპის ვიცე-ჩემპიონი – ფინალში იგი დანიის წარმომადგენელთან დამარცხდა.
ლაშა გულელაური, მძლეოსნობა, სამხტომი
ლაშა გულელაური თავისი კარიერის ისტორიაში მეორედ მიიღებს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას. თუმცა 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე მისი გამოსვლა არცთუ წარმატებული იყო.
გულელაურის საუკეთესო შედეგი 16 მეტრი და 87 სანტიმეტრია. თუ ტოკიოში საკვალიფიკაციო რაუნდში იგი ამასთან მიახლოებულ შედეგს აჩვენებს, შეიძლება ფინალშიც გავიდეს.
გიორგი მუჯარიძე, ბენიკ აბრამიანი, მძლეოსნობა, ბირთვის კვრა
საქართველოს ნაკრები ტოკიოს ოლიმპიადაზე
ტოკიოს ოლიმპიადაზე ბირთვის კვრაში საქართველოს ნაკრებს ჯერ არცთუ კარგი შედეგი აქვს. სოფიკო შათირიშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო ადგილი დაიკავა და ფინალში გასვლა ვერ მოახერხა. ახლა გულშემატკივრებს მამაკაცი სპორტსმენების – გიორგი მუჯარიძის და ბენიკ აბრამიანის იმედი აქვთ.
განსაკუთრებით ეს 36 წლის გამოცდილ აბრამიანზე ითქმის, რომლისთვისაც ტოკიოს ოლიმპიადა კარიერაში მეორეა. რიოს ოლიმპიადაზე საკვალიფიკაციო ეტაპზე აბრამიანის შედეგი 18,72 იყო, რაც ფინალში გასასვლელად მაშინ საკმარისი არ აღმოჩნდა. აბრამიანს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება დაუგროვდა და იმედია, რომ ის ფინალში გასასვლელად ბოლომდე იბრძოლებს.
რაც შეეხება მუჯარიძეს, 23 წლის სპორტსმენისთვის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები პირველია კარიერაში. ბერლინში 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე მისი შედეგი იყო 19 მეტრი და 18 სანტიმეტრი.