ქეთა თოფურიამ ქმარი კახეთში წაიყვანა – ნახეთ როგორ ერთობა წყვილი

© Photo: Keti Topuria / FBქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
გამოწერა
ქეთა თოფურია ოჯახთან ერთად საქართველოს სტუმრობს. ქეთას მეორე ქმარი ლევ დენგოვი წყნეთში მასთან ერთად იმყოფება.
ქეთა თოფურია ქმართან ერთად წყნეთში, საკუთარ აგარაკზე ისვენებს. მომღერალი ამ სეზონზე უკვე მეორედაა საქართველოში. პირველად ის რამდენიმე კვირის წინ შვილის ოლივია გეიხმანის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა და გოგონას იუბილე აგარაკზე გადაუხადა.
ამჟამად ქეთა საქართველოში დასასვენებლად იმყოფება. ცოტა ხნის წინ ქეთამ ცნობილ მეგობართან, მოსკოვში მოღვაწე ქართველ დიზაინერთან ლიკა ალადაშვილთან და ქმართან ერთად კახეთის ღირსშესანიშნავი ადგილები მოინახულა და ვიდეო და ფოტომასალები „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ განათავსა. როგორც ჩანს, ლევი კახეთით მოიხიბლა.
ცნობილი ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია 2005 წელს A'Studio-ს ვოკალისტად დამტკიცების შემდეგ საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. მომღერალმა საცხოვრებლის დიზაინი რუსეთში მოღვაწე ქართველ დიზაინერს ლელა ქავთარაძეს მიანდო, მოგვიანებით წყნეთის სახლიც ლელა ქავთარაძეს ააშენებინა, რომელიც წლებია რუსეთში მოღვაწეობს და იქ საკმაოდ წარმატებულ დიზაინერად მიიჩნევა.
ქეთა თოფურია ამჟამად მეორე მეუღლესთან, ბიზნესმენ ლევ დენგოვთან, ახალშობილ ადამთან და ქალიშვილ ოლივიასთან ერთად ცხოვრობს მოსკოვის გარეუბანში, ფეშენებელურ სახლში, ხოლო ზაფხულობით წყნეთის აგარაკს სტუმრობს.
ყველა ახალი ამბავი
0