ევროპაში ფულის გათეთრება გართულდება: ევროკომისია ახალი სააგენტოს დაარსებას გეგმავს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / ფოტობანკში გადასვლაევროკომისია
ევროკომისია - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
ამ დროისათვის ევროპის სახელმწიფოები უზარმაზარ ზარალს განიცდიან უკანონო ბიზნესით, რაც წელიწადში 150 მილიარდ ევროს აჭარბებს.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ევროპული ბანკები, თანამედროვე ტექნოლოგიების მიუხედავად, ვერ ახერხებენ აღმოფხვრან ფულის გათეთრების ძველი პრაქტიკა, წერს EuroNews-ი.
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
საქართველოს პროკურატურამ საერთაშორისო თაღლითობის საქმე გახსნა
გამოცემის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში არაერთი სკანდალი მოხდა ისეთი „სამრეცხაოების“ გარშემო, როგორიცაა, მაგალითად, დანიური Danske Bank, რომლის გავლითაც 200 მილიარდი დოლარი გათეთრდა.
ახლა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული კაპიტალის ლეგალიზაციის პრობლემას ევროკომისიამ მოჰკიდა ხელი. ბრიუსელი „ჭუჭყიანი ფულის“ ბრუნვაზე ზედამხედველობის ახალი სააგენტოს შექმნას აპირებს, რომელიც ტერორისტებს ფულის ნაკადებს გადაუკეტავს.
„ჭუჭყიანი ფულის ისტორიის უკან საშინელი დანაშაულები იმალება<...>. შესაბამისად, ფულის გათეთრებასთან ბრძოლა არის ბრძოლა დანაშაულთან. ჩვენ ხვრელები აღმოვაჩინეთ ჩვენს ნორმატიულ-სამართლებრივ ბაზაში, შევთანხმდით, როგორ დავხუროთ ისინი და გადავწყვიტეთ, რომ მსგავსს აღარასდროს დავუშვებთ“, — განაცხადა ევროკომისარმა საფინანსო მოსახურების საკითხებში მეირიდ მაკგინესმა.
გამოცემის თანახმად, უკანონო შემოსავლების გათეთრებასთან ბრძოლის ღონისძიებათა პაკეტის მთავარი ელემენტები მოიაზრებს შემდეგს:
  • სააგენტო დააკვირდება ტრანსსასაზღვრო საფინანსო საქმიანობას და ექნება ჯარიმების დაწესების უფლება;
  • გააკონტროლებს კრიპტოვალუტების პროვაიდერებს;
  • დააწესებს ნაღდი ფულით გადახდის ლიმიტს 10 ათასი ევროს ოდენობით.
აქვე აღინიშნება, რომ ევროკომისიამ მრავალი წლის განმავლობაში მსგავსი წესების არაერთი კრებული შემოიღო, მაგრამ მათ მთელი ევროკავშირის ტერიტორიაზე ერთნაირი ეფექტი არ ჰქონია. ახლა ევროპარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტში იმედი აქვთ, რომ ახალ დირექტივებს ევროკავშირის ყველა ქვეყანა შეასრულებს.
თუ ევროპარლამენტი და კავშირის წევრი ქვეყნები ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ახალი სააგენტოს შექმნას დაამტკიცებენ, ის 2024 წლისთვის ჩამოყალიბდება, სრული დატვირთვით კი ოდნავ მოგვიანებით ამოქმედდება.
სააგენტოს შტაბ-ბინის განთავსება საკუთარ ტერიტორიაზე გერმანიამ იკისრა, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ სხვა პრეტენდენტებიც გამოჩნდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური