22 წლის ბლოგერი ვიდეოს გადაღებისას 200 მეტრიანი მთიდან გადაიჩეხა და დაიღუპა

© photo: Sputnik / Danil Godlevsky / გადასვლა მედიაბანკშიექსპედიცია მთებში
ექსპედიცია მთებში - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
გამოწერა
კლდიდან გადავარდნილი ახალგაზრდის დასახმარებლად ვერტმფრენი გაიგზავნა, მაგრამ მას ცოცხალს ვერ მიუსწრეს.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ახალგაზრდა დანიელი ბლოგერი, რომელიც იტალიის ალპებში ვიდეოს იღებდა, კლდიდან გადავარდა და დაიღუპა, იუწყება USA Today.
გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ალბერტ დირლუნდი ვალ-გარდენში მდებარე სეჩედეს მთაზე თავისი Youtube-არხისთვის ვიდეოს იღებდა, როდესაც ფეხი დაუცდა და 200 მეტრის სიმაღლიდან გადაიჩეხა. მის დასახმარებლად ვერტმფრენი გაიგზავნა, მაგრამ მან დროულად ვერ მოახერხა შემთხვევის ადგილთან მიახლოება და ახალგაზრდა კაცი დაიღუპა.
ცნობილი ხდება, რომ ალბერტს მშობლები და შეყვარებული გოგონა — მარია ანდერსენი დარჩა, რომელიც მან 2020 წელს გაიცნო.
„ჩვენ ერთობლივი გეგმები გვქონდა. ეს მშვენიერი მომავლის მხოლოდ დასაწყისი იყო, რომელიც თვალის დახამხამებაში დაინგრა. იმედი მაქვს, რომ მას ესმის ჩემი, როცა ღამით თვალს ვხუჭავ და ვეუბნები, რომ მიყვარს და მუდამ მის გვერდით ვიქნები“, — დაწერა მარიამ საკუთარ Instagram-ზე.
ალბერტ დირლუნდი სოციალურ ქსელებში — Instagram-სა და YouTube-ზე ცნობილი იყო მუსიკალური კლიპებითა და კომედიური სკეტჩებით. მას 200 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავდა თითოეულ პლატფორმაზე. ცოტა ხნის წინ მან პროდიუსერობა გაუწია ისეთ სიმღერებს, როგორებიცაა Emoji, Ula და Summer.
ყველა ახალი ამბავი
0