ავსტრალიელი ქალის მკვლელობის საქმეზე სავარაუდო დამნაშავის ფოტორობოტი შეადგინეს

© photo: Sputnikკრიმინალური პოლიცია
კრიმინალური პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
გამოწერა
შსს-ს ცნობით, ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეზე აქტიურად გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით.
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. სამართალდამცველმა უწყებამ შეადგინა ფოტორობოტი, რომლის მიხედვითაც ავსტრალიელი ქალის შანაი ბრუკის მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შანაე ბრუკი - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2021
წარმოუდგენელი სისასტიკის მსხვერპლია: „საერთაშორისო სახლი“ შანაი ბრუკის დაღუპვის ფაქტზე
თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი ქალის ცხედარი რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა 31 ივლისს იპოვეს.
პოლიცია მესამე დღეა ეძებს პირს, რომელმაც, სავარაუდოდ, ავსტრალიის მოქალაქე მოკლა. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფოტორობოტის მიხედვით, დამნაშავის სავარაუდო ასაკი 25-30 წელია, 170 სმ-ზე მაღალი, სპორტული აღნაგობის, ღია ფერის თვალებით. 
ფოტორობოტის შესახებ შსს-ს ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.
ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდობზე „ეშმაკის ბორბლის“ ქვემოთ იპოვეს. იგი ტოტებით და ფოთლებით იყო დაფარული. ავსტრალიის მოქალაქე სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით 15:30 საათზე ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2021
ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა
დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ესაუბრებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ქალს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.
როგორც დაღუპულის მეგობრები აცხადებენ, ახალგაზრდა ქალი სპორტით იყო დაკავებული და მთაწმინდაზე ხშირად სეირნობდა.
ავსტრალიის მოქალაქის სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ კრიმინალური პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.
ქალის გარდაცვალების საქმეზე თავდაპირველად საქმე საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, მოგვიანებით კი 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) შეიცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0