„რაღაცნაირად მექცეოდა. მინდოდა ბავშვის სქესი კახასთვის დამემალა...“ – ანუკი არეშიძე

© Facebook / Kakha Kaladzeკახა კალაძე და ანუკი არეშიძე
კახა კალაძე და ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
გამოწერა
ანუკი არეშიძის და კახა კალაძის წყვილი საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. წყვილს ოთხი ვაჟი ჰყავს.
დიზაინერმა ანუკი არეშიძემ რამდენიმე თვის წინ გადაცემა „სთორიში“ განაცხადა, რომ როდესაც მეოთხე ვაჟს ნიკოლას ელოდებოდა, დანარჩენმა სამმა მისი ორსულობის შესახებ გაიგო, მხოლოდ როცა მეექვსე თვეში იყო, თუმცა სქესს ყველას უმალავდნენ.
„მინდოდა, რომ კახასთვის დამემალა. ისე მოხდა, რომ ექიმმა კახას დაურეკა და უთხრა, ყველაფერი კარგად არის და გილოცავთ, ესეც ბიჭიაო. სახლში რომ მოვიდა, რაღაცნაირად მექცეოდა და მივხვდი, რომ ექიმს ჰქონდა დარეკილი, რადგან იმ დღეს მეილზე პასუხს ველოდი. არადა, ერთმანეთს პირობა მივეცით, რომ სქესს არ გავიგებდით“, – იხსენებს ანუკი არეშიძე.
მისი თქმით, მისმა მესამე ვაჟმა ვაჩემ დღემდე ვერ აღიქვა, რომ ნიკოლა მისი ძმაა. „მეუბნება ხოლმე, შენი ბავშვი ტირის და მიხედეო. უფროსი ორი ძალიან გახარებული იყვნენ“, – ამბობს ანუკი არეშიძე.
დიზაინერის თქმით, მკაცრი დედაა. მის შვილებს ძვირადღირებული ტელეფონები არ აქვთ და არც ინტერნეტით სარგებლობენ, შესაბამისად, არც სოციალური ქსელებით.
„საღამოს 8 საათზე იძინებენ. სკოლაში წყნეთიდან დიდ დიღომში დადიან და გზაში 40 წუთი მაინც უნდათ, ამიტომ ადრე დგებიან. მინიმუმ 11 საათი სძინავთ და ამას არ აპროტესტებენ“, – ამბობს დიზაინერი.
დიზაინერს და მის მეუღლეს, თბილისის მერს კახა კალაძეს ოთხი ვაჟი ჰყავთ – კახა, ლევანი, ვაჩე და ნიკოლა კალაძეები. ნიკოლა 2018 წლის სექტემბერში დაიბადა.
რამდენიმე დღის წინ „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატად ისევ კახა კალაძე წარადგინა. კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას მის ოჯახს მადლობა გადაუხადა. „მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს ანუკას, რადგან მათი მხარდაჭერა და თანადგომა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ყველა ახალი ამბავი
0