ორდღიანი ძებნის შემდეგ აბაშაში დაკარგული მამაკაცი სენაკში ახლობელთან იპოვეს

© Sputnik / STRINGERაბაშა კარანტინში
აბაშა კარანტინში - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
გამოწერა
მამაკაცის საძიებო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები იყვნენ ჩართული.
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. სამართალდამცველებმა აბაშის რაიონიდან ორი დღის წინ გაუჩინარებული 40 წლამდე ასაკის მამაკაცი სენაკში, ახლობელთან არაფხიზელ მდგომარეობაში იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
აბაშაში თხილის საკრეფად წასულ 40 წლამდე მამაკაცს ეძებენ
გავრცელებული ინფორმაციით, ახმედ ბუსკანძე ორი დღის წინ სოფელ ტყირში მეზობლებთან ერთად თხილის საკრეფად წავიდა, თუმცა მუშაობის პროცესში ჯგუფს გამოეყო და ორი დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. 
მამაკაცს ორი დღის განმავლობაში პოლიციასთან ერთად საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებიც ეძებდნენ. საძიებო სამუშაოები მიმდინარეობდა როგორც იმ სოფელში, სადაც ის თხილის საკრეფად იყო წასული, ასევე ახლომდებარე ტბაშიც, სადაც ახალგაზრდა მამაკაცის ძებნაში მყვინთავებიც იყვნენ ჩართული.
ყველა ახალი ამბავი
0