Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ტოკიოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა

© AP Photo / Koji Sasaharaტოკიო პანდემიის დროს
ტოკიო პანდემიის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2021
გამოწერა
იაპონიის დედაქალაქში ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს. COVID-19–ით დაინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება იმ ადამიანებს შორისაც, რომლებსაც კავშირი აქვთ ღონისძიებებთან
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. იაპონიის დედაქალაქში პანდემიის დაწყებიდან პირველად ერთ დღე–ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 4 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება ტელეარხი NHK.
ტოკიოში ინფიცირების 4.085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 95 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია. ასევე ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა პარასკევს მთელი ქვეყნის მასშტაბით – 10,7 ათასი შემთხვევა.
სპორტსმენები პირბადეებით ტოკიოში - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
ოლიმპიურ ტოკიოში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია უარესდება: დაფიქსირდა ახალი რეკორდი
ტოკიოში 12 ივლისიდან რიგით მეოთხე საგანგებო რეჟიმი მოქმედებს, რომელიც 22 აგვისტომდე გაგრძელდება, ანუ პარალიმპიური თამაშების დაწყებამდე, რომელიც 24 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით გაგრტძელდება. დედაქალაქის გარდა საგანგებო რეჟიმი კიდევ მთელ რიგ პრეფექტურებში მოქმედებს.
ტოკიოში ამჟამად ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს, რომელიც ყველაზე მასშტაბურია სპორტის სახეობების მხრივ – 33, და ასევე ჯილდოების კომპლექტების თვალსაზრისით – 339. ღონისძიება მკაცრი შეზღუდვების პირობებში ტარდება.
ოლიმპიურ ღონისძიებებში ჩართულებს ყოველდღე უტარებენ ტესტირებას. მხოლოდ კვირას მონაწილეებსა და ოლიმპიადაზე დასაქმებულებს შორის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, თან ერთ შემთხვევაში ვირუსი სპორტსმენს დაუდასტურდა. სულ ოლიმპიადის პერიოდში ინფიცირების რიცხვმა ღონისძიების მონაწილეებს შორის 260–ს მიაღწია.
ყველა ახალი ამბავი
0