თბილისის გარეუბნებში ფასიანი პარკინგი ამოქმედდა

© Sputnik / Alexander Imedashviliპარკინგი
პარკინგი - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2021
ზონალურ-საათობრივი პარკინგი უკვე მოქმედებს თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე, მათ შორის – კოტე აფხაზის, პეკინის ქუჩებსა და ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე.
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. თბილისში 1 აგვისტოდან ზონალურ–საათობრივი პარკირება ამოქმედდა გლდანის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებში, ასევე ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მთლიანობაში 1.283 ახალი საპარკინგე ადგილი გაჩნდა. გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებზე გამოყოფილია 132 საპარკინგე ადგილი. სამგორის რაიონში, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებზე კი პარკირებისთვის 117 ადგილია განკუთვნილი.
საბურთალოს რაიონში ზონალური პარკირების 748 ადგილია მოწყობილი. კერძოდ, დოლიძის, ტეხურას, ასლანიდის, ბერბუკის, ალექსიძის, ბახტრიონის, ცინცაძისა და ლორთქიფანიძის ქუჩებზე. რაც შეეხება ვაგზლის მოედანს, იქ 286 ადგილი გამოიყო. კერძოდ, ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, აბასთუმნის, თევდორე მღვდლისა და ცაბაძის ქუჩებზე. 
ფასიანი პარკინგი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
გაძვირდება თუ არა თბილისში პარკირება – ვიცე-მერის პასუხი
პარკირება ზემოხსენებული ქუჩების მოსახლეობისთვის, შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის უფასო იქნება. იმ მოქალაქეებისთვის კი, ვინც რაიონში დროებით, გავლით იმყოფება, პირველი 15 წუთი უფასოა, ხოლო შემდეგ პარკირების ღირებულება საათში 1 ლარია. 
ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ან უძრავი ქონების მფლობელებმა უფასო პარკირებისთვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებ-გვერდზე www.tp.ge, სადაც ID ბარათით რეგისტრაციის შემდეგ მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და საკადასტრო კოდი აღინიშნება. მათ უფლება აქვთ, ორი სატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრირონ და უფასო პარკირებით ისარგებლონ.
ზონალური პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა Play Store ან Apple Store-ის დახმარებით მობილური აპლიკაცია – Tbilisi Parking უნდა ჩამოტვირთონ, გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ. აპლიკაციაში ასევე მოცემულია რუკა, სადაც ნომრების მიხედვით ზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული.
თბილისში ზონალურ–საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა. კოტე აფხაზის ქუჩასა და ორბელიანის მოედანზე საპილოტო ვერსიამ გაამართლა, ამიტომაც გადაწყდა სისტემის გაფართოება და დანერგვა. ზონალურ-საათობრივი პარკინგი უკვე მოქმედებს თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე, მათ შორის – კოტე აფხაზის ქუჩაზე, პეკინის, ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური