Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რატომ ჩნდება კორონავირუსის ახალი შტამები – მეცნიერების მოსაზრება

© AP Photo / Lisa Leutnerკორონავირუსის პანდემია. ავსტრია
კორონავირუსის პანდემია. ავსტრია - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2021
გამოწერა
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მუტაციების გაჩენის რისკები ორ ფაქტორზეა დამოკიდებული: ვაქცინირებული მოსახლეობის წილსა და ინფიცირებულების ზღვრულ რაოდენობაზე.
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik  ავსტრიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ SARS-CoV-2–ის ახალი ვარიანტები ბევრ ქვეყანაში შეზღუდვების გაუქმების შემდეგ გავრცელდა. იუწყება РИА Новости ჟურნალ Scientific Report–ში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით.
ტედროს ადანომ გებრეიესუსი - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2021
გებრეიესუსი: მოსალოდნელია უფრო საშიში შტამის გაჩენა და ყველაფრის თავიდან დაწყება
მეცნიერებმა ეპიდემიოლოგიური მოდელი ააგეს და აღმოაჩინეს, რომ მუტაციების გაჩენის რისკები ორ ფაქტორზეა დამოკიდებული: ვაქცინირებული მოსახლეობის წილსა და ინფიცირებულების ზღვრულ რაოდენობაზე. გამოთვლების შედეგად მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ აუცილებელია მოსახლეობის უმრავლესობა – მინიმუმ 60% აიცრას.
მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ადამიანებმა ვაქცინაციის შემდეგაც უნდა ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. სპეციალისტების აზრით, თავისუფალი გადაადგილება რისკის შემცველია მსოფლიოში ვაქცინაციის სხვადასხვა ტემპის გამო, ასევე საშიშია ახალი საშიში შტამების გამოჩენის მხრივ პოპულაციაში. ეს რომ არ მოხდეს, ეპიდემიოლოგიური შეზღუდვები საერთაშორისო დონეზე უნდა შეთანხმდეს, მიიჩნევენ მკვლევარები.
ყველა ახალი ამბავი
0