კახეთში ავტოსახელოსნოს თანამშრომელს მანქანა დაეცა და დაიღუპა

© Sputnik / Olga Kiknavelidzeსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2021
გამოწერა
ექიმების განცხადებით, მიუხედავად სამედიცინო ჩარევისა და რეანიმაციული ღონისძიებებისა, მამაკაცის სიცოხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტოსახელოსნოს ხელოსანს სპეციალურ მოწყობილობაზე აწეული მანქანა დაეცა.
მამაკაცი სასწრაფო დახმარებამ „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
„შუახნის კაცს თავის არეში მკვრივი, ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. სასწრაფოდ გაკეთდა ნეოროქირურგიული ოპერაცია, მაგრამ დაზიანება სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა“, - განაცხადა ექიმმა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
 
ყველა ახალი ამბავი
0