ილია მეორე: მამა იოაკიმეს წასვლით ეკლესიას ძველი თაობის რჩეული წარმომადგენელი გამოაკლდა

© photo: Sputnik / Stringerილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2021
გამოწერა
არქიმანდრიტ იოაკიმეს, რომელიც 29 ივლისს გარდაიცვალა, კორონავირუსის საკმაოდ მძიმე ფორმა ჰქონდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს
თბილისი, 1 აგვისტო  – Sputnik. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე არქიმანდრიტ იოაკიმეს (ასათიანი) გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილს ავრცელებს. 
წვეთოვანი - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
არქიმანდრიტი იოაკიმე კორონავირუსით გარდაიცვალა
არქიმანდრიტი იოაკიმე ასათიანი 92 წლის ასაკში კორონავირუსისგან გამოწვეული  გართულებებით  29 ივლისს გარდაიცვალა.
„მამა იოაკიმეს წასვლით საქართველოს ეკლესიას ძველი თაობის რჩეული წარმომადგენელი გამოაკლდა. გულმხურვალე, ღვთისა და მოყვასისათვის თავდადებული, საოცრად კეთილი უვერცხლო მოძღვარი, მრავალთა გადამრჩენელი, რომელმაც დიდი ტკივილებით და წინააღმდეგობებით სავსე თითქმის ასწლოვანი ცხოვრება განვლო და რწმენის საოცარი მაგალითები გვიჩვენა. აღვავლენთ ლოცვებს მამა იოაკიმეს უკვდავი სულისთვის და შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა დააწესოს იგი“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
არქიმანდრიტი იოაკიმე თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა მკურნალობის კურსს.







ყველა ახალი ამბავი
0