https://sputnik-georgia.com/20210801/igor-obolenski-skot-ficjeraldi-giguSa-erisTavi-235471201.html
ამბავი კაფეში დატოვებული წიგნისა: ქობულეთი, სკოტ ფიცჯერალდი და გიგუშა ერისთავი
ამბავი კაფეში დატოვებული წიგნისა: ქობულეთი, სკოტ ფიცჯერალდი და გიგუშა ერისთავი
Sputnik საქართველო
Sputnik-საქართველოს კოლუმნისტ იგორ ობოლენსკის არაერთი ცნობილი და ლეგენდარული წყვილის სიყვარულის ისტორია აქვს აღწერილი. მაგრამ ახლა ქობულეთის ზღვისპირა კაფეში... 01.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-01T17:29+0400
2021-08-01T17:29+0400
2021-10-19T16:10+0400
ავტორები
ანალიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/09/252260810_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_9bc7ee9dbc22aa9cbf71dd5e33a220a6.jpg
იგორ ობოლენსკიმითხრეს, ქობულეთის ამ ზღვისპირა კაფეში ყველაზე გემრიელ თურქულ ყავას ადუღებენო…მეზობელ მაგიდასთან მჯდომი ასაკოვანი ქალი და მამაკაცი ფულს იხდიან, მძიმედ დგებიან, ერთმანეთს ეყრდნობიან და ისე მიდიან ზღვის გასწვრივ სასეირნოდ. ქალს მამაკაცის ხელი გულში აქვს ჩახუტებული. მათ ფეხქვეშ ბილიკზე ტალღებისგან გამოყრილი ღორღი ხრაშუნობს. ნელ-ნელა მიდიან… ოფიციანტი ქალი ასაკოვანი წყვილის მაგიდიდან ყავის ცარიელ ფინჯნებს იღებს, ჩემს წინ კი მანდარინებით სავსე დაწნულ კალათას დგამს — ჩემი ბაღისააო, მეუბნება. მერე ყავას მთავაზობს და სრულიად მოულოდნელად ფიცჯერალდის მწვანე ყდიან ტომს მაწვდის, იმ წყვილს დარჩაო. მივხვდი-მეთქი, თავს ვუქნევ და სანამ ის ყავას მიხარშავს, ვასწრებ და ვეწევი ზღვის ნაპირას ტაატით მიმავალ ქალსა და მამაკაცს. დავიწყებულ ნივთს ვუბრუნებ. მამაკაცმა სახე მოატრიალა და მივხვდი, რომ თითქმის სრულად წართმევია თვალისჩინი. ქალი მადლობას მიხდის, მაგრამ წიგნს არ მართმევს: სპეციალურად დავტოვე, რომანი დიდი ხნის წინ გვაქვს წაკითხულიო. მერე მიხსნის, ეს გამოცემა ყდის გამო ვიყიდეთ, იმიტომ რომ მასზე თამარა ლემპიცკას მიერ დახატული თავად ერისთავის პორტრეტია; განა ნიშანდობლივი არ არის, რომ სწორედ ქართველი თავადის პორტრეტი გამოიყენეს ფიცჯერალდის „უკანასკნელი მაგნატის“ გასაფორმებლად? თავადი გიგუშა ერისთავი ცნობილი ლამაზმანის, მერი შერვაშიძის ქმარი იყო, ლამაზი სიყვარული აკავშირებდათ: იმპერატორის ფლიგელ-ადიუტანტმა და იმპერატრიცის ფრეილინამ ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ ყველაფერი დაკარგეს — ყველაფერი, ერთმანეთის გარდაო, სევდიანი ღიმილით მეუბნება ქალი.თურმე ახალგაზრდობაში, ანუ ძალიან დიდი ხნის წინ, ჩემი თანამოსაუბრე და მისი მეუღლე რომში ყოფილან, სადაც თამარა ლემპიცკას გამოფენაზე უნახავთ თავად ერისთავის ეს პორტრეტი. დიდხანს მდგარან პორტრეტის წინ, ქმარი მასზე წიგნის დაწერას აპირებდა თურმე… ქალი წამიერად თვალებს ხუჭავს, მერე კი საუბარს განაგრძობს. ახლა ზღვაზე დასასვენებლად ჩამოსულან და შემთხვევით უნახავთ ფიცჯერალდის რომანზე ეს რეპროდუქცია. მისი ხათრით შეუძენიათ გამოცემა, მერე კაფეში შესულან და სანამ ყავას სვამდნენ, ქალი დაწვრილებით აღუწერდა კაცს პორტრეტს, თან იტალიაში მოგზაურობას იხსენებდნენ… წიგნი სპეციალურად დაუტოვებიათ კაფეში. თუ გნებავთ, თქვენი იყოს, ხომ იცით, კარგი მწერალიაო.მადლობას ვუხდი. კაფეში ვბრუნდები. წინ ცხელი ყავის ფინჯანი მიდგას. ვსვამ და თავადის პორტრეტს ვათვალიერებ. ზღვისკენ ვიხედები და ვხედავ, რომ „ჩემი წყვილი“ ისევ სანაპიროზე დგას და მარტის მზეს ეფიცხება.ქალს ისევ გულში აქვს ჩახუტებული კაცის ხელი, რაღაცას ელაპარაკება და თან უღიმის…
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/09/252260810_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_4d93a22e1243288d6a91dfe4aa8df927.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავტორები, ანალიტიკა, საქართველო
ავტორები, ანალიტიკა, საქართველო
ამბავი კაფეში დატოვებული წიგნისა: ქობულეთი, სკოტ ფიცჯერალდი და გიგუშა ერისთავი
17:29 01.08.2021 (განახლებულია: 16:10 19.10.2021) Sputnik-საქართველოს კოლუმნისტ იგორ ობოლენსკის არაერთი ცნობილი და ლეგენდარული წყვილის სიყვარულის ისტორია აქვს აღწერილი. მაგრამ ახლა ქობულეთის ზღვისპირა კაფეში ნანახი უცნობი და საოცარი წყვილის შესახებ გვიამბობს.
მითხრეს, ქობულეთის ამ ზღვისპირა კაფეში ყველაზე გემრიელ თურქულ ყავას ადუღებენო…
მეზობელ მაგიდასთან მჯდომი ასაკოვანი ქალი და მამაკაცი ფულს იხდიან, მძიმედ დგებიან, ერთმანეთს ეყრდნობიან და ისე მიდიან ზღვის გასწვრივ სასეირნოდ. ქალს მამაკაცის ხელი გულში აქვს ჩახუტებული. მათ ფეხქვეშ ბილიკზე ტალღებისგან გამოყრილი ღორღი ხრაშუნობს. ნელ-ნელა მიდიან…
ოფიციანტი ქალი ასაკოვანი წყვილის მაგიდიდან ყავის ცარიელ ფინჯნებს იღებს, ჩემს წინ კი მანდარინებით სავსე დაწნულ კალათას დგამს — ჩემი ბაღისააო, მეუბნება. მერე ყავას მთავაზობს და სრულიად მოულოდნელად ფიცჯერალდის მწვანე ყდიან ტომს მაწვდის, იმ წყვილს დარჩაო.
მივხვდი-მეთქი, თავს ვუქნევ და სანამ ის ყავას მიხარშავს, ვასწრებ და ვეწევი ზღვის ნაპირას ტაატით მიმავალ ქალსა და მამაკაცს. დავიწყებულ ნივთს ვუბრუნებ.
მამაკაცმა სახე მოატრიალა და მივხვდი, რომ თითქმის სრულად წართმევია თვალისჩინი. ქალი მადლობას მიხდის, მაგრამ წიგნს არ მართმევს: სპეციალურად დავტოვე, რომანი დიდი ხნის წინ გვაქვს წაკითხულიო.
მერე მიხსნის, ეს გამოცემა ყდის გამო ვიყიდეთ, იმიტომ რომ მასზე თამარა ლემპიცკას მიერ დახატული თავად ერისთავის პორტრეტია; განა ნიშანდობლივი არ არის, რომ სწორედ ქართველი თავადის პორტრეტი გამოიყენეს ფიცჯერალდის „უკანასკნელი მაგნატის“ გასაფორმებლად? თავადი გიგუშა ერისთავი ცნობილი ლამაზმანის, მერი შერვაშიძის ქმარი იყო, ლამაზი სიყვარული აკავშირებდათ: იმპერატორის ფლიგელ-ადიუტანტმა და იმპერატრიცის ფრეილინამ ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ ყველაფერი დაკარგეს — ყველაფერი, ერთმანეთის გარდაო, სევდიანი ღიმილით მეუბნება ქალი.
თურმე ახალგაზრდობაში, ანუ ძალიან დიდი ხნის წინ, ჩემი თანამოსაუბრე და მისი მეუღლე რომში ყოფილან, სადაც თამარა ლემპიცკას გამოფენაზე უნახავთ თავად ერისთავის ეს პორტრეტი. დიდხანს მდგარან პორტრეტის წინ, ქმარი მასზე წიგნის დაწერას აპირებდა თურმე…
ქალი წამიერად თვალებს ხუჭავს, მერე კი საუბარს განაგრძობს.
ახლა ზღვაზე დასასვენებლად ჩამოსულან და შემთხვევით უნახავთ ფიცჯერალდის რომანზე ეს რეპროდუქცია. მისი ხათრით შეუძენიათ გამოცემა, მერე კაფეში შესულან და სანამ ყავას სვამდნენ, ქალი დაწვრილებით აღუწერდა კაცს პორტრეტს, თან იტალიაში მოგზაურობას იხსენებდნენ…
წიგნი სპეციალურად დაუტოვებიათ კაფეში. თუ გნებავთ, თქვენი იყოს, ხომ იცით, კარგი მწერალიაო.
მადლობას ვუხდი. კაფეში ვბრუნდები. წინ ცხელი ყავის ფინჯანი მიდგას. ვსვამ და თავადის პორტრეტს ვათვალიერებ. ზღვისკენ ვიხედები და ვხედავ, რომ „ჩემი წყვილი“ ისევ სანაპიროზე დგას და მარტის მზეს ეფიცხება.
ქალს ისევ გულში აქვს ჩახუტებული კაცის ხელი, რაღაცას ელაპარაკება და თან უღიმის…