https://sputnik-georgia.com/20210801/girCsa-damoqalaqeebs-sabiujeto-dafinanseba-aRudgaT-252479058.html
დაკარგულის დაბრუნება: „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“ საბიუჯეტო დაფინანსება აღუდგათ
დაკარგულის დაბრუნება: „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“ საბიუჯეტო დაფინანსება აღუდგათ
Sputnik საქართველო
პარტიებს აუნაზღაურდებათ ის თანხაც, რომელსაც ისინი ბიუჯეტიდან მიიღებდნენ, დაფინანსების მიღების უფლება რომ არ დაეკარგათ 01.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-01T16:33+0400
2021-08-01T16:33+0400
2021-10-19T18:02+0400
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251583075_0:240:3001:1928_1920x0_80_0_0_aa7e5135c148d3afc35d6410a8af985a.jpg
თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული საბიუჯეტო დაფინანსება დაკარგეს, დაფინანსების მიღების უფლება 2021 წლის პირველი აგვისტოდან აღუდგათ. ეს პარტიებია „გირჩი“ და „ “ალეკო ელისაშვილი − მოქალაქეები“. მათ პროტესტის ნიშნად არ მიმართეს ცესკოს სახელმწიფო დაფინანსების მიღების თაობაზე, რადგან არჩევნების შედეგებს არ აღიარებდნენ და გაყალბებულად მიიჩნევდნენ. ამასთან, აღნიშნულ პარტიებს ყველა ის თანხა მიეცემათ, რომელსაც ისინი ბიუჯეტიდან მიიღებდნენ, დაფინანსების მიღების უფლება რომ არ დაეკარგათ. საქართველოს პარლამენტმა ივნისის ბოლოს მიიღო კანონი, რომლის თანახმად, პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება დაკარგული ჰქონდა, ეს უფლება 2022 წლის პირველი თებერვლიდან უნდა აღდგომოდა. თუმცა საკანონმდებლო ორგანომ შეცვალა ვადა და ის 2021 წლის პირველი აგვისტომდე გადმოსწია. აღსანიშნავია, რომ „გირჩის“ მიერ მოპოვებული ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება 777 990 ლარს შეადგენს, ხოლო „მოქალაქეების“ მიერ მოპოვებული ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება 497 406 ლარია.
https://sputnik-georgia.com/20210729/opoziciuri-partiebis-umarvlesoba-parlamentSi-darCa-252457981.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251583075_0:0:2571:1928_1920x0_80_0_0_8ecc22e446622fbabe91dca406213793.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო
დაკარგულის დაბრუნება: „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“ საბიუჯეტო დაფინანსება აღუდგათ
16:33 01.08.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) პარტიებს აუნაზღაურდებათ ის თანხაც, რომელსაც ისინი ბიუჯეტიდან მიიღებდნენ, დაფინანსების მიღების უფლება რომ არ დაეკარგათ
თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული საბიუჯეტო დაფინანსება დაკარგეს, დაფინანსების მიღების უფლება 2021 წლის პირველი აგვისტოდან აღუდგათ.
ეს პარტიებია „გირჩი“ და „ “ალეკო ელისაშვილი − მოქალაქეები“. მათ პროტესტის ნიშნად არ მიმართეს ცესკოს სახელმწიფო დაფინანსების მიღების თაობაზე, რადგან არჩევნების შედეგებს არ აღიარებდნენ და გაყალბებულად მიიჩნევდნენ.
ამასთან, აღნიშნულ პარტიებს ყველა ის თანხა მიეცემათ, რომელსაც ისინი ბიუჯეტიდან მიიღებდნენ, დაფინანსების მიღების უფლება რომ არ დაეკარგათ.
საქართველოს პარლამენტმა ივნისის ბოლოს მიიღო კანონი, რომლის თანახმად, პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება დაკარგული ჰქონდა, ეს უფლება 2022 წლის პირველი თებერვლიდან უნდა აღდგომოდა. თუმცა საკანონმდებლო ორგანომ შეცვალა ვადა და ის 2021 წლის პირველი აგვისტომდე გადმოსწია.
აღსანიშნავია, რომ „გირჩის“ მიერ მოპოვებული ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება 777 990 ლარს შეადგენს, ხოლო „მოქალაქეების“ მიერ მოპოვებული ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება 497 406 ლარია.