https://sputnik-georgia.com/20210801/garibashvili-susis-tanamshromlebs-madlobas-uxdis-252478059.html
ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მადლობას უხდის
ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მადლობას უხდის
Sputnik საქართველო
პრემიერ-მინისტრი სამსახურის თანამშრომლებს შავნაბადას ბაზაზე შეხვდა და უწყების დაარსების ექვსი წლისთავი პირადად მიულოცა. 01.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-01T12:51+0400
2021-08-01T12:51+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252462510_0:39:1280:759_1920x0_80_0_0_1f56ac8d14f4d9ae7d889de23df613b4.jpg
თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) თანამშრომლებს პროფესიული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სამსახურის დაარსების ექვსი წლისთავი მიულოცა.პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან გრიგოლ ლილუაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან და ძალოვანი სტრუქტურების პირველ პირებთან ერთად შავნაბადას ბაზაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა, სამსახურის დაარსების ექვსი წლისთავი პირადად მიულოცა და საჩვენებელ წვრთნებს დაესწრო.როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან მოქალაქეებს.„ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან ჩვენ ქვეყანას, ჩვენ მოქალაქეებს, მოსახლეობას, იცავენ და აძლიერებენ ჩვენ სახელმწიფოს. კიდევ ერთხელ ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2015 წლის პირველ აგვისტოს დაარსდა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო და ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252462510_0:0:1117:838_1920x0_80_0_0_66fa3829bd20cf3b49907edee47a3b60.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მადლობას უხდის
12:51 01.08.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) პრემიერ-მინისტრი სამსახურის თანამშრომლებს შავნაბადას ბაზაზე შეხვდა და უწყების დაარსების ექვსი წლისთავი პირადად მიულოცა.
თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) თანამშრომლებს პროფესიული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სამსახურის დაარსების ექვსი წლისთავი მიულოცა.
პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან გრიგოლ ლილუაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან და ძალოვანი სტრუქტურების პირველ პირებთან ერთად შავნაბადას ბაზაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა, სამსახურის დაარსების ექვსი წლისთავი პირადად მიულოცა და საჩვენებელ წვრთნებს დაესწრო.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან მოქალაქეებს.
„ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან ჩვენ ქვეყანას, ჩვენ მოქალაქეებს, მოსახლეობას, იცავენ და აძლიერებენ ჩვენ სახელმწიფოს. კიდევ ერთხელ ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებებს“, –
განაცხადა ღარიბაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2015 წლის პირველ აგვისტოს დაარსდა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო და ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა.