ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი: სამეგრელოს ღირსშესანიშნაობა - ფოტო
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი: სამეგრელოს ღირსშესანიშნაობა - ფოტო
Sputnik საქართველო
ზუგდიდში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკური ბაღი დადიანების სასახლის ტერიტორიაზე გაშენდა. როგორ გამოიყურება ბაღი - Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში... 31.07.2021-ს, Sputnik საქართველო
ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა დღევანდელი სახე თავად დავით დადიანის დროს - XIX საუკუნეში მიიღო. ბაღი ერთ-ერთ საუკეთესო ადგილზე მდებარეობს სუბტროპიკული მცენარეების შესწავლის თვალსაზრისით.ტერიტორიაზე, რომელიც 26 ჰექტარზეა გადაჭიმული, იზრდება ასობით სახეობის ხე და ბუჩქი, მათ შორის ეგზოტიკური სახეობები ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებიდან, ამერიკიდან, იაპონიიდან, ინდოეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან. ჯამში ბაღში შეგიძლიათ იხილოთ 500-ზე მეტი სახეობის მცენარე, მათგან დაახლოებით 80 ეგზოტიკურია.ბაღის კოლექციაში შედის ბევრი ადგილობრივი და ჩამოტანილი ექსპონატი. აქ ძირითადად იზრდება სეკვოიები, მაგნოლიები, ჭადრები, ასევე წყალმცენარეები და გვალვაგამძლე სახეობები.
ზუგდიდში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკური ბაღი დადიანების სასახლის ტერიტორიაზე გაშენდა. როგორ გამოიყურება ბაღი - Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში იხილავთ
ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა დღევანდელი სახე თავად დავით დადიანის დროს - XIX საუკუნეში მიიღო. ბაღი ერთ-ერთ საუკეთესო ადგილზე მდებარეობს სუბტროპიკული მცენარეების შესწავლის თვალსაზრისით.
ტერიტორიაზე, რომელიც 26 ჰექტარზეა გადაჭიმული, იზრდება ასობით სახეობის ხე და ბუჩქი, მათ შორის ეგზოტიკური სახეობები ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებიდან, ამერიკიდან, იაპონიიდან, ინდოეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან. ჯამში ბაღში შეგიძლიათ იხილოთ 500-ზე მეტი სახეობის მცენარე, მათგან დაახლოებით 80 ეგზოტიკურია.
ბაღის კოლექციაში შედის ბევრი ადგილობრივი და ჩამოტანილი ექსპონატი. აქ ძირითადად იზრდება სეკვოიები, მაგნოლიები, ჭადრები, ასევე წყალმცენარეები და გვალვაგამძლე სახეობები.
საქართველოს ხელისუფლება ბოლო წლებში აქტიურად შეუდგა ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციასა და განვითარებას. 2018 წლიდან ბაღში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობდა
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთი საუკეთესო ბაზაა ინტროდუქციისათვის, კვლევებისათვისა და სუბტროპიკული მცენარეების აკლიმატიზაციისათვის, როგორც ადგილმდებარეობით, ასევე კლიმატის თვალსაზრისით