წალენჯიხაში ახალგაზრდა მამაკაცი მდინარეში დაიხრჩო

© Sputnik / STRINGERსამაშველო ოპრაცია
სამაშველო ოპრაცია  - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2021
გამოწერა
გარდაცვლილი მამაკაცი მდინარეზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა. ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ინწრაში 34 წლის მამაკაცი დაიხრჩო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2021
მთაწმინდაზე გაუჩინარებული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი ნახეს
შემთხვევა დღეს, სოფელ საჩინოში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ზუგდიდის სოფელ რიყეს მკვიდრი იყო და საჩინოში სტუმრად იმყოფებოდა.
ცხედარი წყლიდან უკვე ამოყვანილია და ის ქუთაისში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.
ყველა ახალი ამბავი
0