https://sputnik-georgia.com/20210731/premia-literadan-gela-Carkvianis-da-sxva-avtorebis-wignebi-moixsna-252476304.html
პრემია „ლიტერადან“ გელა ჩარკვიანის და სხვა ავტორების წიგნები მოიხსნა
პრემია „ლიტერადან“ გელა ჩარკვიანის და სხვა ავტორების წიგნები მოიხსნა
Sputnik საქართველო
ბოლო დღეებში კონკურსი პროტესტის ნიშნად დატოვა ჟიურის ოთხმა წევრმა და მიმდინარე წლის პრემიის ნომინანტების ნაწილმაც. თავიდან კონკურსზე ექვს ნომინაციაში 110 წიგნი... 31.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-31T23:47+0400
2021-07-31T23:47+0400
2023-08-17T19:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23822/88/238228818_0:176:1698:1131_1920x0_80_0_0_0ea735a3e5bde514c113ea90d116c325.jpg
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ირგვლივ სკანდალი გრძელდება – დღეს გელა ჩარკვიანმა თავისი წიგნი კონკურსიდან მოხსნა.ბოლო დღეებში კონკურსი პროტესტის ნიშნად დატოვა ჟიურის ოთხმა წევრმა, შესაბამისად, დარჩა მხოლოდ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დანიშნული ერთი წევრი. კონკურსი ასევე დატოვა მიმდინარე წლის პრემიის ნომინანტების ნაწილმაც, რომლებმაც თავიანთი ნამუშევრები უკან გაიწვიეს.„გელა ჩარკვიანთან შეთანხმებით, გამომცემლობა „არტანუჯი” მის წიგნს – „English – როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი” პრემია „ლიტერადან” ხსნის“, - ნათქვამია გამომცემლობა „არტანუჯის“ განცხადებაში.გარდა ამისა, კონკურსიდან გამომცემლობა „ინტელექტის“ ყველა წიგნი მოიხსნა.„ჩვენი ავტორებისა და დიზაინერების გადაწყვეტილებით, გამომცემლობა „ინტელექტმა“ პრემია „ლიტერადან“ ყველა წიგნი მოხსნა!“ - ნათქვამია გამომცემლობის განცხადებაში, სადაც მოყვანილია ავტორების და წიგნების ჩამონათვალი - სულ 44 წიგნი.ბოიკოტის ძირითადი მიზეზი ჟიურის შემადგენლობაში სამინისტროს მიერ დანიშნული იოსებ ჭუმბურიძის ყოფნა გახდა. კონკურსზე ექვს ნომინაციაში 110 წიგნი იყო წარდგენილი.ლიტერატურული კონკურსი დატოვეს ჟიურის წევრებმა ბელა წიფურიამ, ოქტაი კაზუმოვმა, რეზო თაბუკაშვილმა და ლელა კოდალაშვილმა. ბელა წიფურიას თქმით, საქმე ჟიურის არა კონკრეტულ წევრში, არამედ კულტურის სამინისტროს მხრიდან გამოჩენილ უნდობლობაშია.ამასთან, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, რომ იგი კონკურსში არ ერევა და კონკურსთან უწყებას მხოლოდ ის აკავშირებს, რომ ჟიურის შემადგენლობაში მეხუთე პირი სამინისტროს წარმომადგენელია.ლიტერატურილი პრემია „ლიტერა“ 2015 წელს დაწესდა. მას შემდეგ პრემია ყოველწლიურად გაიცემა. პროექტის მიზანი თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარება და ახალგაზრდა ავტორების წახალისებაა. „საბასთან“ ერთად „ლიტერა“ საქართველოში მთავარი ლიტერატურული პრემიაა.
https://sputnik-georgia.com/20210730/literas-jiuris-otxma-wevrma-konkursi-datova-252465504.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23822/88/238228818_0:0:1508:1131_1920x0_80_0_0_6ae4ff34694c4ec17332de49231108a0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
პრემია „ლიტერადან“ გელა ჩარკვიანის და სხვა ავტორების წიგნები მოიხსნა
23:47 31.07.2021 (განახლებულია: 19:45 17.08.2023) ბოლო დღეებში კონკურსი პროტესტის ნიშნად დატოვა ჟიურის ოთხმა წევრმა და მიმდინარე წლის პრემიის ნომინანტების ნაწილმაც. თავიდან კონკურსზე ექვს ნომინაციაში 110 წიგნი იყო წარდგენილი.
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ირგვლივ სკანდალი გრძელდება – დღეს გელა ჩარკვიანმა თავისი წიგნი კონკურსიდან მოხსნა.
ბოლო დღეებში კონკურსი პროტესტის ნიშნად დატოვა ჟიურის ოთხმა წევრმა, შესაბამისად, დარჩა მხოლოდ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დანიშნული ერთი წევრი. კონკურსი ასევე დატოვა მიმდინარე წლის პრემიის ნომინანტების ნაწილმაც, რომლებმაც თავიანთი ნამუშევრები უკან გაიწვიეს.
„გელა ჩარკვიანთან შეთანხმებით, გამომცემლობა „არტანუჯი” მის წიგნს – „English – როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი” პრემია „ლიტერადან” ხსნის“, - ნათქვამია გამომცემლობა „არტანუჯის“
განცხადებაში.
გარდა ამისა, კონკურსიდან გამომცემლობა „ინტელექტის“ ყველა წიგნი მოიხსნა.
„ჩვენი ავტორებისა და დიზაინერების გადაწყვეტილებით, გამომცემლობა „ინტელექტმა“ პრემია „ლიტერადან“ ყველა წიგნი მოხსნა!“ - ნათქვამია გამომცემლობის განცხადებაში, სადაც მოყვანილია ავტორების და წიგნების
ჩამონათვალი - სულ 44 წიგნი.
ბოიკოტის ძირითადი მიზეზი ჟიურის შემადგენლობაში სამინისტროს მიერ დანიშნული იოსებ ჭუმბურიძის ყოფნა გახდა. კონკურსზე ექვს ნომინაციაში 110 წიგნი იყო წარდგენილი.
ლიტერატურული კონკურსი დატოვეს ჟიურის წევრებმა ბელა წიფურიამ, ოქტაი კაზუმოვმა, რეზო თაბუკაშვილმა და ლელა კოდალაშვილმა. ბელა წიფურიას თქმით, საქმე ჟიურის არა კონკრეტულ წევრში, არამედ კულტურის სამინისტროს მხრიდან გამოჩენილ უნდობლობაშია.
ამასთან, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, რომ იგი კონკურსში არ ერევა და კონკურსთან უწყებას მხოლოდ ის აკავშირებს, რომ ჟიურის შემადგენლობაში მეხუთე პირი სამინისტროს წარმომადგენელია.
ლიტერატურილი პრემია „ლიტერა“ 2015 წელს დაწესდა. მას შემდეგ პრემია ყოველწლიურად გაიცემა. პროექტის მიზანი თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარება და ახალგაზრდა ავტორების წახალისებაა. „საბასთან“ ერთად „ლიტერა“ საქართველოში მთავარი ლიტერატურული პრემიაა.