კიევში ლგბტქ+ საზოგადოების მოწინააღმდეგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ - ვიდეო

გამოწერა
პარასკევს კიევში ლგბტქ+ თემის რეივ-პრაიდის მოწინააღმდეგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ
ლგბტქ+ თემის მოწინააღმდეგეები სკანდირებდნენ ლოზუნგებს და ქვებსა და სხვა საგნებს ესროდნენ პოლიციელებს, რომლებიც ოფისთან მიმავალ გზას კეტავდნენ.
პოლიციამ პროტესტანტების წინააღმდეგ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. კიევის პოლიციის მონაცემებით, დაკავებულია რამდენიმე მომიტინგე.
რეივ-პრაიდის ორგანიზატორები და მონაწილეები მხარს უჭერენ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსში დისკრიმინაციის წინააღმდეგობის შესახებ ცვლილებები უნდა შევიდეს. კანონპროექტი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას უკრაინის მოქალაქეებისადმი კანის ფერის, ენის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის დისკრიმინაციის გამო. აქტივისტები ასევე მოითხოვენ ლგბტქ+ საზოგადოების წევრებზე თავდასხმის გამოძიებას.
მაისში სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებმა კიევში გაავრცელეს საერთო განცხადება, რომელშიც შეშფოთება გამოთქვეს ლგბტქ+ თემისადმი სიძულვილის გამოვლინებაზე.
იმავე თვეში უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც სექსუალური ორიენტაციის, ენის, ასაკისა თუ რასობრივი დისკრიმინაციის გამო სასჯელი წესდება.
ივნისში უკრაინელი ნაციონალისტური ორგანიზაცია „ტრადიცია და წესრიგის“ წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს კანონპროექტის წინააღმდეგ. ისინი ქვეყაანში „გენდერული დიქტატურის“ საფრთხის შესახებ საუბრობდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0