https://sputnik-georgia.com/20210731/Sss-avstralieli-qalis-cxedris-povnis-faqts-adasturebs-uwyebis-oficialuri-gancxadeba-252475875.html
შსს ავსტრალიელი ქალის ცხედრის პოვნის ფაქტს ადასტურებს: უწყების ოფიციალური განცხადება
შსს ავსტრალიელი ქალის ცხედრის პოვნის ფაქტს ადასტურებს: უწყების ოფიციალური განცხადება
Sputnik საქართველო
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. აქტიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. 31.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-31T22:07+0400
2021-07-31T22:07+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
შემთხვევები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1f/252475449_0:128:1281:852_1920x0_80_0_0_013629f6a6d7f3f92362375b005ba151.jpg
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში 31 წლის ავსტრალიელი ქალის, შანაი ბრუკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.უწყების ინფორმაციით, მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი ქალის ცხედარი რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად იპოვეს. „შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მთაწმინდის ფერდობზე სამძებრო ღონისძიებები დაიწყეს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულები იყვნენ კრიმინალური პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები“, - აღნიშნულია განცხადებაში.გავრცელებული ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები დრონით მიმდინარეობდა, ამასთან ჩართულნი იყვნენ კინოლოგებიც.შსს-ში გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები, ტარდება ყველა საჭირო ოპერატიული და საგამოძიებო და ღონისძიება, აცხადებენ უწყებაში.ერთ-ერთი ვერსიით, გოგონა მოკლეს. მისი ცხედარი „ეშმაკის ბორბლის“ ქვემოთ ხეობაში იპოვეს. ის ტოტებით და ფოთლებით იყო დაფარული.ავსტრალიის მოქალაქე, რომელიც ბათუმში პედაგოგად მუშაობდა და თბილისში დასასვენებლად იმყოფებოდა, ბოლოჯერ პარასკევს 15:30 საათზე ნახეს, როდესაც ის მთაწმინდაზე სასეირნოდ წავიდა.როგორც დაღუპულის მეგობრები აცხადებენ, ის სპორტით იყო დაკავებული და მთაწმინდაზე ხშირად სეირნობდა.გარკვეული დროის შემდეგ გოგონამ თავის მეგობარს აშშ-ში დაურეკა, რომელმაც საუბრისას გაიგონა, როგორ ყვირის ბრუკი: „ხელები მომაშორეთ!“ შემდეგ ზარი შეწყდა. მეგობარმა თბილისში მყოფ საერთო ნაცნობებს დაურეკა, რომლებმაც მომხდარის შესახებ შსს-ს აცნობეს.
https://sputnik-georgia.com/20210731/shanie-bruki-avstralieli-qali-gardacvlili-ipoves-252475266.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1f/252475449_0:48:1281:852_1920x0_80_0_0_ee4ea52221f2ecfaa47f932c2985b5b6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
შსს ავსტრალიელი ქალის ცხედრის პოვნის ფაქტს ადასტურებს: უწყების ოფიციალური განცხადება
22:07 31.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. აქტიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში 31 წლის ავსტრალიელი ქალის, შანაი ბრუკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას
ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი ქალის ცხედარი რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად იპოვეს.
„შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მთაწმინდის ფერდობზე სამძებრო ღონისძიებები დაიწყეს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულები იყვნენ კრიმინალური პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები დრონით მიმდინარეობდა, ამასთან ჩართულნი იყვნენ კინოლოგებიც.
შსს-ში გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები, ტარდება ყველა საჭირო ოპერატიული და საგამოძიებო და ღონისძიება, აცხადებენ უწყებაში.
ერთ-ერთი ვერსიით, გოგონა მოკლეს. მისი ცხედარი „ეშმაკის ბორბლის“ ქვემოთ ხეობაში იპოვეს. ის ტოტებით და ფოთლებით იყო დაფარული.
ავსტრალიის მოქალაქე, რომელიც ბათუმში პედაგოგად მუშაობდა და თბილისში დასასვენებლად იმყოფებოდა, ბოლოჯერ პარასკევს 15:30 საათზე ნახეს, როდესაც ის მთაწმინდაზე სასეირნოდ წავიდა.
როგორც დაღუპულის მეგობრები აცხადებენ, ის სპორტით იყო დაკავებული და მთაწმინდაზე ხშირად სეირნობდა.
გარკვეული დროის შემდეგ გოგონამ თავის მეგობარს აშშ-ში დაურეკა, რომელმაც საუბრისას გაიგონა, როგორ ყვირის ბრუკი: „ხელები მომაშორეთ!“ შემდეგ ზარი შეწყდა. მეგობარმა თბილისში მყოფ საერთო ნაცნობებს დაურეკა, რომლებმაც მომხდარის შესახებ შსს-ს აცნობეს.