https://sputnik-georgia.com/20210730/saqartveloshi-miwiszvra-moxda-252460709.html
საქართველოში მიწისძვრა მოხდა: ეპიცენტრი კვლავ სოფელ სამებასთანაა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა: ეპიცენტრი კვლავ სოფელ სამებასთანაა
Sputnik საქართველო
ბოლო პერიოდში სოფელი სამება აქტიური სეისმური ზონა გახდა – პრაქტიკულად ყოველ კვირაში ფიქსირდება მცირე ბიძგები. 30.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-30T10:54+0400
2021-07-30T10:54+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
შემთხვევები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250700280_0:124:2817:1708_1920x0_80_0_0_ff11fbf0f65bf8fc1b8a59d0a1886490.jpg
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. საქართველოში 3,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.მიწისქვეშა ბიძგები დმანისიდან სამხრეთ–დასავლეთით 26 კილომეტრში, სოფელ სამებასთან თბილისის დროით 04:16 საათზე 9 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.ივნისსა და ივლისში სეისმოლოგებმა ამ ტერიტორიაზე 3,0–4,0 მაგნიტუდის ორ ათეულამდე მიწისძვრა დააფიქსირეს.საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა - 7-ბალიანი მაგნიტუდის - 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250700280_186:0:2629:1832_1920x0_80_0_0_592297d1d74b163de979ac84035aca95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
საქართველოში მიწისძვრა მოხდა: ეპიცენტრი კვლავ სოფელ სამებასთანაა
10:54 30.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) ბოლო პერიოდში სოფელი სამება აქტიური სეისმური ზონა გახდა – პრაქტიკულად ყოველ კვირაში ფიქსირდება მცირე ბიძგები.
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. საქართველოში 3,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა,
იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისქვეშა ბიძგები დმანისიდან სამხრეთ–დასავლეთით 26 კილომეტრში, სოფელ სამებასთან თბილისის დროით 04:16 საათზე 9 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
ივნისსა და ივლისში სეისმოლოგებმა ამ ტერიტორიაზე 3,0–4,0 მაგნიტუდის ორ ათეულამდე მიწისძვრა დააფიქსირეს.
საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა - 7-ბალიანი მაგნიტუდის - 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.