https://sputnik-georgia.com/20210730/saqarTvelo-Pfizer-168-aTas-doza-vaqcinas-miiRebs-252462210.html
საქართველო ხვალ Pfizer-ის ვაქცინის დამატებით 168 ათას დოზას მიიღებს
საქართველო ხვალ Pfizer-ის ვაქცინის დამატებით 168 ათას დოზას მიიღებს
Sputnik საქართველო
ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაიწყო. მათი თქმით, ყველა მაჩვენებელი გაუარესებულია, ამიტომ მოსახლეობას აქტიური... 30.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-30T14:19+0400
2021-07-30T14:19+0400
2023-08-17T18:12+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252457858_0:121:3213:1928_1920x0_80_0_0_aa8088c22a3c2b716a591f3d1e5b3750.jpg
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. საქართველოში ხვალ Pfizer-ის ვაქცინის კიდევ 168.000 დოზა შემოვა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.ამერიკულ-გერმანული წარმოების პრეპარატის პირველი პარტია (29.500 დოზა) საქართველოში 25 მარტს შემოვიდა. ვაქცინის მეორე პარტია – 28 ათასი დოზა – 14 ივლისს, ხოლო აშშ-ის მიერ ნაჩუქარი Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა – 24 ივლისს. ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატის ერთ მილიონზე მეტი დოზა უნდა შემოვიდეს. Pfizer-ის ვაქცინით აცრა შეუძლიათ 16 წლიდან მოქალაქეებს. მანამდე აცრა ხელმისაწვდომი იყო 18 წლის ასაკიდან.როგორც გამყრელიძემ განმარტა, საქართველოში ეპიდვითარება გაუარესებულია, ამიტომ მან მოსახლეობას აუცილებელი რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინაციის პროცესში აქტიურობისკეს მოუწოდა.„ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არსებობს. ხვალ კიდევ დამატებით Pfizer-ის 168.000 დოზა შემოვა საქართველოში, რომელიც არის ნაყიდი ვაქცინები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 464.875 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 153.128 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20210729/vaqcinaciis-procesSi-CarTuloba-imatebs-acrebisTvis-gankuTvnili-zonebi-farTovdeba-252458772.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252457858_241:0:2972:2048_1920x0_80_0_0_accf40acb8384848106ec82100ecc6ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საქართველო ხვალ Pfizer-ის ვაქცინის დამატებით 168 ათას დოზას მიიღებს
14:19 30.07.2021 (განახლებულია: 18:12 17.08.2023) ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაიწყო. მათი თქმით, ყველა მაჩვენებელი გაუარესებულია, ამიტომ მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. საქართველოში ხვალ Pfizer-ის ვაქცინის კიდევ 168.000 დოზა შემოვა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.
ამერიკულ-გერმანული წარმოების პრეპარატის პირველი პარტია (29.500 დოზა) საქართველოში 25 მარტს შემოვიდა. ვაქცინის მეორე პარტია – 28 ათასი დოზა – 14 ივლისს, ხოლო აშშ-ის მიერ ნაჩუქარი Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა – 24 ივლისს. ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატის ერთ მილიონზე მეტი დოზა უნდა შემოვიდეს. Pfizer-ის ვაქცინით აცრა შეუძლიათ 16 წლიდან მოქალაქეებს. მანამდე აცრა ხელმისაწვდომი იყო 18 წლის ასაკიდან.
როგორც გამყრელიძემ განმარტა, საქართველოში ეპიდვითარება გაუარესებულია, ამიტომ მან მოსახლეობას აუცილებელი რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინაციის პროცესში აქტიურობისკეს მოუწოდა.
„ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არსებობს. ხვალ კიდევ დამატებით Pfizer-ის 168.000 დოზა შემოვა საქართველოში, რომელიც არის ნაყიდი ვაქცინები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 464.875 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 153.128 ადამიანი.