გარდაცვალების მაჩვენებელი კორონავირუსზე სრულად აცრილთა შორის საქართველოში: ჯანმოს ცნობა

© photo: Sputnik / ALeksey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიჯანმოს შტაბბინა
ჯანმოს შტაბბინა - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2021
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 464.875 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 153.128 ადამიანი.
თბილისი, 30 ივლისი - Sputnik. ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, დაავადების მძიმე გართულებებისა და სიკვდილის რისკს, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგებიც ადასტურებს, ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2021
„გადამწყვეტი კვირა“ – სპეციალისტები ახალი კოვიდ-შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავენ
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით სრულად ვაქცინირებულ პირებში ინფიცირებულთა წილი მხოლოდ 0.19%-ია.
„ვაქცინირებულებში დაავადება უმეტესწილად მიმდინარეობდა უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა ვაქცინირებულთა მხოლოდ 4%-ს. ორი დოზით აცრილთა შორის ლეტალური გამოსავალი არ დაფიქსირებულა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ბოლო პერიოდში საქართველოში იმუნიზაციის პროცესში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა საგრძნობლად იმატებს, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს სპეციალისტები დადებითად აფასებენ. 30 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით ერთ დღე-ღამეში აიცრა 14. 738 ადამიანი. ამ დროისთვის ორჯერადად აცრილია საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 4%.
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.
 
ყველა ახალი ამბავი
0