https://sputnik-georgia.com/20210730/saqaRTveloSi-axali-aviakompania-Semodis-252466099.html
ახალი გადამზიდი: საქართველოში კიდევ ერთი ავიაკომპანია შემოდის
ახალი გადამზიდი: საქართველოში კიდევ ერთი ავიაკომპანია შემოდის
Sputnik საქართველო
18 სექტემბრამდე ლიბანური ავიაგადამყვანი თბილისის მიმართულებით ფრენებს კვირაში ერთხელ, ყოველ შაბათს შეასრულებს. 30.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-30T20:34+0400
2021-07-30T20:34+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/16/251533960_74:0:1477:789_1920x0_80_0_0_41a520c069b9c33bf22f00744fca1f07.jpg
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. საქართველოში ოპერირებას კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია – ლიბანური Middle East Airlines (MEA) იწყებს, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ლიბანური ავიაგადამყვანი მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ბეირუთი–თბილისი–ბეირუთის საჰაერო ხაზზე შეასრულებს.კერძოდ, რეისები საქართველოსა და ლიბანის რესპუბლიკის დედაქალაქებს შორის 31 ივლისიდან 18 სექტემბრამდე კვირაში ერთი სიხშირით (შაბათი), Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დღეს, 30 ივლისს მიანიჭა.საერთაშორისო ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან იყო შეჩერებული, საქართველომ 1 თებერვლიდან აღადგინა.ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ამ დროისათვის უკვე აღდგენილია ავიარეისების 74 პროცენტი (375-395 სიხშირე კვირაში) და საჰაერო მიმართულებების 72 პროცენტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/16/251533960_249:0:1301:789_1920x0_80_0_0_4cc53dab8f17bd445f2838eedef04a45.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო
ახალი გადამზიდი: საქართველოში კიდევ ერთი ავიაკომპანია შემოდის
20:34 30.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) 18 სექტემბრამდე ლიბანური ავიაგადამყვანი თბილისის მიმართულებით ფრენებს კვირაში ერთხელ, ყოველ შაბათს შეასრულებს.
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. საქართველოში ოპერირებას კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია – ლიბანური Middle East Airlines (MEA) იწყებს, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
ლიბანური ავიაგადამყვანი მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ბეირუთი–თბილისი–ბეირუთის საჰაერო ხაზზე შეასრულებს.
კერძოდ, რეისები საქართველოსა და ლიბანის რესპუბლიკის დედაქალაქებს შორის 31 ივლისიდან 18 სექტემბრამდე კვირაში ერთი სიხშირით (შაბათი), Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.
ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დღეს, 30 ივლისს მიანიჭა.
საერთაშორისო ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან იყო შეჩერებული, საქართველომ 1 თებერვლიდან აღადგინა.
ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ამ დროისათვის უკვე აღდგენილია ავიარეისების 74 პროცენტი (375-395 სიხშირე კვირაში) და საჰაერო მიმართულებების 72 პროცენტი.