https://sputnik-georgia.com/20210730/nuca-buzaladzes-usimpatiuresi-mama-hyavs-252461838.html
ნუცა ბუზალაძეს უსიმპათიურესი მამა ჰყავს – ვინ არის და როგორ გამოიყურება მამაკაცი?
ნუცა ბუზალაძეს უსიმპათიურესი მამა ჰყავს – ვინ არის და როგორ გამოიყურება მამაკაცი?
Sputnik საქართველო
კარიერის მანძილზე მომღერალი მამასთან ერთად საჯაროდ პირველად გამოჩნდა. 23 წლის არტისტი მამას ძალიან ჰგავს. ფოტოები შემსრულებლის ოფიციალური გვერდიდან. 30.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-30T17:02+0400
2021-07-30T17:02+0400
2021-10-19T18:02+0400
საზოგადოება
ქართველი ცნობადი სახეები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/11/259664967_0:0:1150:648_1920x0_80_0_0_fb776acde97f470b4fe84a0476622ce4.jpg
ნუცამ მთელი კარიერის მანძილზე მამასთან ერთად გადაღებული ფოტო პირველად ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. მან Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე სიმპათიურ მამაკაცთან ერთად „სელფი“ გამოაქვეყნა, რამაც დიდი ყურადღება მიიპყრო. მომღერლის ცხოვრებაში მუდამ დედა და მასთან გატარებული დრო დომინირებს. როგორც ჩანს, ნუცას დედასთან სხვა და მამასთან სხვა ურთიერთობა აკავშირებს.ახალგაზრდა მომღერალი სხვადასხვა ინტერვიუში აღნიშნავს, რომ დედა მისი ყველაზე დიდი კრიტიკოსია, რომლის აზრი ნუცას ყველაზე მეტად აინტერესებს. აღსანიშნავია, რომ ნუცა ბუზალაძე მამაზე არასდროს საუბრობს. სავარაუდოდ, მამაკაცს საჯარო სივრცეში გამოჩენა არ უყვარს. სწორედ ამიტომ ნუცას მიერ გამოქვეყნებულმა ფოტომ მისივე გვერდის ყველა რეკორდი მოხსნა და 7 ათასამდე მოწონება დაიმსახურა.მიუხედავად იმისა, რომ ვალერი ბუზალაძის ქალიშვილს რამდენიმე ქვეყანაში იცნობენ, თავად ის ინტერვიუებისგან და მედიასთან კომუნიკაციისგან თავს იკავებს. ამ როლს დიდი წარმატებით ნუცას დედა ითვისებს. მომღერლისა და მამის მსგავსება თვალსაჩინოა. მისი ფანები გაოცებას ვერ მალავენ.აი, როგორ ეხმაურებიან ნუცას „ფოლოვერები“ ვალერი ბუზალაძესთან ერთად გამოჩენას: „თურმე მამას როგორ ჰგავხარ“; „რა კარგები ხართ და რა სიმპათიური მამა გყავს“; „ორი ერთნაირი!“ მიუხედავად იმისა, რომ ნუცა საკმაოდ ახალგაზრდაა, მისი შემოქმედება მრავალფეროვანი რეპერტუარით, არაერთი მნიშვნელოვანი მიუზიკლითა და საერთაშორისო კონკურსებითაა სავსე. ახლა მომღერლის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა: ნუცამ კოსერვატორიაში ჩააბარა. ნიჭიერი შემსრულებელი ვოკალური მონაცემებითა და პლასტიკითაა დაჯილდოებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/11/259664967_0:0:1150:864_1920x0_80_0_0_8bf92b4d28f2ba28eae7df2c4b50bc1c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
ნუცა ბუზალაძეს უსიმპათიურესი მამა ჰყავს – ვინ არის და როგორ გამოიყურება მამაკაცი?
17:02 30.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) კარიერის მანძილზე მომღერალი მამასთან ერთად საჯაროდ პირველად გამოჩნდა. 23 წლის არტისტი მამას ძალიან ჰგავს. ფოტოები შემსრულებლის ოფიციალური გვერდიდან.
ნუცამ მთელი კარიერის მანძილზე მამასთან ერთად გადაღებული ფოტო პირველად ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. მან Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე სიმპათიურ მამაკაცთან ერთად „სელფი“ გამოაქვეყნა, რამაც დიდი ყურადღება მიიპყრო. მომღერლის ცხოვრებაში მუდამ დედა და მასთან გატარებული დრო დომინირებს. როგორც ჩანს, ნუცას დედასთან სხვა და მამასთან სხვა ურთიერთობა აკავშირებს.
ახალგაზრდა მომღერალი სხვადასხვა ინტერვიუში აღნიშნავს, რომ დედა მისი ყველაზე დიდი კრიტიკოსია, რომლის აზრი ნუცას ყველაზე მეტად აინტერესებს. აღსანიშნავია, რომ ნუცა ბუზალაძე მამაზე არასდროს საუბრობს. სავარაუდოდ, მამაკაცს საჯარო სივრცეში გამოჩენა არ უყვარს. სწორედ ამიტომ ნუცას მიერ გამოქვეყნებულმა ფოტომ მისივე გვერდის ყველა რეკორდი მოხსნა და 7 ათასამდე მოწონება დაიმსახურა.
მიუხედავად იმისა, რომ ვალერი ბუზალაძის ქალიშვილს რამდენიმე ქვეყანაში იცნობენ, თავად ის ინტერვიუებისგან და მედიასთან კომუნიკაციისგან თავს იკავებს. ამ როლს დიდი წარმატებით ნუცას დედა ითვისებს. მომღერლისა და მამის მსგავსება თვალსაჩინოა. მისი ფანები გაოცებას ვერ მალავენ.
აი, როგორ ეხმაურებიან ნუცას „ფოლოვერები“ ვალერი ბუზალაძესთან ერთად გამოჩენას: „თურმე მამას როგორ ჰგავხარ“; „რა კარგები ხართ და რა სიმპათიური მამა გყავს“; „ორი ერთნაირი!“ მიუხედავად იმისა, რომ ნუცა საკმაოდ ახალგაზრდაა, მისი შემოქმედება მრავალფეროვანი რეპერტუარით, არაერთი მნიშვნელოვანი მიუზიკლითა და საერთაშორისო კონკურსებითაა სავსე. ახლა მომღერლის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა: ნუცამ კოსერვატორიაში ჩააბარა. ნიჭიერი შემსრულებელი ვოკალური მონაცემებითა და პლასტიკითაა დაჯილდოებული.