კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© Sputnik / Alexander Imedashviliეპიდემია
ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.712-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 416.338-ს მიაღწია.
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.712 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.243 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
აჭარა – 419, იმერეთი – 273, კახეთი – 175, ქვემო ქართლი – 149, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 142, შიდა ქართლი – 102, მცხეთა-მთიანეთი – 75, გურია – 71, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20. 
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.561 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 381.246-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 25 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.793-ს მიაღწია.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2021
COVID-19 საქართველოში – 30 ივლისის მონაცემები
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 29.273 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.547 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.880, იმერეთში – 773, აჭარაში – 557.
1.076 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 226 პირი, მათგან თბილისში – 162, იმერეთში – 18, აჭარაში – 4. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.963 ადამიანი, მათ შორის 1 048 – თბილისში, 605 – აჭარაში. 21.763 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 46, ხოლო აჭარაში – 8 .
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20.035 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6.523 პირი, აჭარაში – 3.833, იმერეთში – 2.205.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.712-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 416.338-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0