ისრაელიდან ვიზიტორებისთვის საქართველო „წითელ ზონად" გამოცხადდა

© AP Photo / Sebastian Scheinerისრაელი
ისრაელი - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2021
ისრაელმა რამდენიმე ქვეყნის „წითელ სიაში“ შეყვანის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ამ სახელმწიფოებში ე.წ. ინდური შტამის შემთხვევები გახშირდა.
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. ისრაელის მოქალაქეებს 30 ივლისიდან ეკრძალებათ საქართველოში გამგზავრება, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.
ორი კვირის წინ ისრაელმა საქართველო იმ ქვეყნების „წითელ სიაში“ შეიყვანა, სადაც მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ისრაელს ვირუსის გავრცელების მხრივ სიაში შეყვანილი უკვე ჰყავდა ქვეყნები: არაბთა გაერთიანებული საამიროები, სეიშელი, ეკვადორი, ეთიოპია, ბოლივია, გვატემალა, ჰონდურასი, ზიმბაბვე, ზამბია, ნამიბია, პარაგვაი, ჩილე, კოლუმბია, კოსტა-რიკა და ტუნისი. 23 ივლისიდან სიას კიდევ რამდენიმე ქვეყანა დაემატა, ესენია: გაერთიანებული სამეფო, კვიპროსი, თურქეთი, საქართველო, უგანდა, მიანმარი, ფიჯი, პანამა, კამბოჯა, კენია და ლიბერია. 
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
ისრაელის ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ფრენებს აუქმებენ
როგორც ისრაელის სალჩოში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილების გადახედვა ყოველკვირეულად მოხდება და საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების შემთხვევაში შეზღუდვები, შესაძლოა, შემცირდეს ან მოიხსნას.
ისრაელის ავიაკომპანიებმა საქართველოს მიმართულებით ფრენები უკვე შეაჩერეს. კომპანიების მიერ აგვისტოში დანიშნული ფრენების უმეტესობა უკვე გაუქმებულია.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ივნისში საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით ისრაელი მეორე ადგილზე იყო, თურქეთის შემდეგ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.712-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 416.338-ს მიაღწია.
ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაიწყო. მათი თქმით, ყველა მაჩვენებელი გაუარესებულია.
ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა მძვინვარებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ კიდევ პიკი არ არის, ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალიან მაღალია. სპეციალისტების აზრით, ასეთი ზრდა კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელებამ გამოიწვია. ამჟამად საქართველოში გვხვდება ე.წ. ინდური შტამი, ბრიტანული და უკვე დელტა-პლუსიც. სპეციალისტების ვარაუდით, აგვისტოში ბრიტანულ შტამს მთლიანად ინდური შტამი ჩაანაცვლებს.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური