https://sputnik-georgia.com/20210730/demna-gvasalias-qmari-loik-gomesi-252461787.html
დემნა გვასალიას პირადი ცხოვრება – 12 წლით უმცროსი ქმარი და სახლი შვეიცარიაში – ფოტოები
დემნა გვასალიას პირადი ცხოვრება – 12 წლით უმცროსი ქმარი და სახლი შვეიცარიაში – ფოტოები
Sputnik საქართველო
დიზაინერი და ცნობილი მუსიკოსი 2017 წელს დაქორწინდნენ და ამჟამად შვეიცარიაში, ტყესთან ახლოს მდებარე სახლში ცხოვრობენ. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 12 წელია. 30.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-30T16:02+0400
2021-07-30T16:02+0400
2021-10-19T18:02+0400
საზოგადოება
ქართველი ცნობადი სახეები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24786/72/247867212_0:0:1001:563_1920x0_80_0_0_fc4a2c4081a4db00124cbc5fc378a8e2.jpg
წარმატებული ქართველი დიზაინერი და Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია მოდელ და მუსიკოს ლოიკ გომესზე 2016 წელს დაინიშნა. ინფორმაცია გომესის „ინსტაგრამიდან“ გავრცელდა. მოდელმა სოციალურ ქსელში მისი და დემნას ნიშნობის ბეჭდების ფოტო ატვირთა წარწერით I SAID YES („მე ვთქვი კი“). ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.წყვილი 2017 წელს დაქორწინდა. ამჟამად შვეიცარიაში, ციურიხში ტყესთან ახლოს მდებარე სახლში ცხოვრობს. ლოიკი ბოლო პერიოდში ელექტრონული მუსიკის წერითაცაა დაკავებული. სწორედ მას ეკუთვნის „ქავერი“ „ბალენსიაგას“ ახალი კოლექციის ვიდეოსთვის, რომელიც რამდენიმე თვის წინ იხილა საზოგადოებამ და ძალიან პოპულარულია.27 წლის მუსიკოსი უკვე ხუთი წელია მუშაობს დემნა გვასალიასთან, მათი თანამშრომლობა დაიწყო Vetements-ის შოუს საუნდტრეკის ჩაწერით 2016 წელს. მას შემდეგ ის ქმნის მუსიკას ყველა დიზაინერული შოუსთვის და ფლეილისტებს Balenciaga-ს მაღაზიებისთვის.ლოიკ გომესი დაიბადა სამხრეთ საფრანგეთში. ლოიკის თქმით, ის მუსიკით 9 წლიდან იყო დაინტერესებული, მაგრამ მას არ აქვს სპეციალური განათლება – თვითონ ისწავლა ტრეკების ჩაწერა და წარმოება. პროექტი ახლა ორი წევრისგან შედგება (ლოიკის მეგობარი მელჩიორ მაჰოტი ჯგუფს მოგვიანებით შეუერთდა).აპრილში თვითიზოლაციაში მყოფმა დემნა გვასალიამ მეუღლესთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც დიზაინერი მას გენდერის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ეკითხება. ლოიკი პასუხობს, რომ შეუსაბამოა ადამიანების ჩარჩოებში მოქცევა გენდერის და რასის მიხედვით და მთავარი უკვე ისაა, რომ „ყველა ადამიანები ვართ და ერთი პლანეტა გვაქვს“.გვასალია, რომელიც ახლა 40 წლისაა, საქართველოში გაიზარდა. ბრიტანული „ვოგი“ წყვილს სახლში სტუმრობდა. ჟურნალისტი წერს, რომ დემნა და ლოიკი დილით ერთად საუზმობენ, აკეთებენ სხვადასხვა საქმეს, ხმამაღლა უსმენენ მუსიკას. შუადღის შემდეგ, როგორც რომანტიკული გმირი, გვასალია ტყეში დიდხანს სეირნობს და დაახლოებით ღამის 11:00 საათისთვის ბრუნდება. ასეთ დროს თავს შემოქმედებითი საქმიანობისთვის დამუხტულად გრძნობს და მზად არის მუშაობისთვის. ზედა სართულზე ატელიე აქვს, სადაც მიმდინარე კოლექციაზე მუშაობს.დემნა კვირაში სამ დღეს მუშაობს „ბალენსიაგასთვის“, დანარჩენ დროს დადის კონცერტებზე, გამოფენებზე, საშოპინგოდ. „ვეტმანის“ დატოვების შემდეგ უფრო მეტადაა კონცენტრირებული „ბალენსიაგაზე“. „ვოგისთან“ საუბრის დროს გვასალიამ ისიც თქვა, რომ „ბალენსიაგა“ განაახლებს „ოტ კუტიურის“ ხაზს, რომელიც ბრენდს 1968 წლიდან აღარ აქვს. „ჩემთვის კუტიური ყველა ტრენდზე მაღლა დგას, ის სილამაზის უმაღლესი ესთეტიკის გამოხატულებაა“, – ამბობს დემნა.დემნა გვასალია დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიზაინერია, Balenciaga-სთვის თავისი კოლექცია მან პირველად 2016 წლის მარტში წარადგინა. დიზაინერი მანამდე რვა წლის განმავლობაში „მარჯიელაში“ მუშაობდა და მას მარჯიელას „სულიერ შვილად“ მოიხსენიებდნენ. რაღაც პერიოდი კი დემნამ ლუი ვიტონთანაც იმუშავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24786/72/247867212_0:0:1001:751_1920x0_80_0_0_594ad13987aaf5f001ed7fb2651f13af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
დემნა გვასალიას პირადი ცხოვრება – 12 წლით უმცროსი ქმარი და სახლი შვეიცარიაში – ფოტოები
16:02 30.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) დიზაინერი და ცნობილი მუსიკოსი 2017 წელს დაქორწინდნენ და ამჟამად შვეიცარიაში, ტყესთან ახლოს მდებარე სახლში ცხოვრობენ. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 12 წელია.
წარმატებული ქართველი დიზაინერი და Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია მოდელ და მუსიკოს ლოიკ გომესზე 2016 წელს დაინიშნა. ინფორმაცია გომესის „ინსტაგრამიდან“ გავრცელდა. მოდელმა სოციალურ ქსელში მისი და დემნას ნიშნობის ბეჭდების ფოტო ატვირთა წარწერით I SAID YES („მე ვთქვი კი“). ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
წყვილი 2017 წელს დაქორწინდა. ამჟამად შვეიცარიაში, ციურიხში ტყესთან ახლოს მდებარე სახლში ცხოვრობს. ლოიკი ბოლო პერიოდში ელექტრონული მუსიკის წერითაცაა დაკავებული. სწორედ მას ეკუთვნის „ქავერი“ „ბალენსიაგას“ ახალი კოლექციის ვიდეოსთვის, რომელიც რამდენიმე თვის წინ იხილა საზოგადოებამ და ძალიან პოპულარულია.
27 წლის მუსიკოსი უკვე ხუთი წელია მუშაობს დემნა გვასალიასთან, მათი თანამშრომლობა დაიწყო Vetements-ის შოუს საუნდტრეკის ჩაწერით 2016 წელს. მას შემდეგ ის ქმნის მუსიკას ყველა დიზაინერული შოუსთვის და ფლეილისტებს Balenciaga-ს მაღაზიებისთვის.
ლოიკ გომესი დაიბადა სამხრეთ საფრანგეთში. ლოიკის თქმით, ის მუსიკით 9 წლიდან იყო დაინტერესებული, მაგრამ მას არ აქვს სპეციალური განათლება – თვითონ ისწავლა ტრეკების ჩაწერა და წარმოება. პროექტი ახლა ორი წევრისგან შედგება (ლოიკის მეგობარი მელჩიორ მაჰოტი ჯგუფს მოგვიანებით შეუერთდა).
აპრილში თვითიზოლაციაში მყოფმა დემნა გვასალიამ მეუღლესთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც დიზაინერი მას გენდერის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ეკითხება. ლოიკი პასუხობს, რომ შეუსაბამოა ადამიანების ჩარჩოებში მოქცევა გენდერის და რასის მიხედვით და მთავარი უკვე ისაა, რომ „ყველა ადამიანები ვართ და ერთი პლანეტა გვაქვს“.
გვასალია, რომელიც ახლა 40 წლისაა, საქართველოში გაიზარდა. ბრიტანული „ვოგი“ წყვილს სახლში სტუმრობდა. ჟურნალისტი წერს, რომ დემნა და ლოიკი დილით ერთად საუზმობენ, აკეთებენ სხვადასხვა საქმეს, ხმამაღლა უსმენენ მუსიკას. შუადღის შემდეგ, როგორც რომანტიკული გმირი, გვასალია ტყეში დიდხანს სეირნობს და დაახლოებით ღამის 11:00 საათისთვის ბრუნდება. ასეთ დროს თავს შემოქმედებითი საქმიანობისთვის დამუხტულად გრძნობს და მზად არის მუშაობისთვის. ზედა სართულზე ატელიე აქვს, სადაც მიმდინარე კოლექციაზე მუშაობს.
დემნა კვირაში სამ დღეს მუშაობს „ბალენსიაგასთვის“, დანარჩენ დროს დადის კონცერტებზე, გამოფენებზე, საშოპინგოდ. „ვეტმანის“ დატოვების შემდეგ უფრო მეტადაა კონცენტრირებული „ბალენსიაგაზე“. „ვოგისთან“ საუბრის დროს გვასალიამ ისიც თქვა, რომ „ბალენსიაგა“ განაახლებს „ოტ კუტიურის“ ხაზს, რომელიც ბრენდს 1968 წლიდან აღარ აქვს. „ჩემთვის კუტიური ყველა ტრენდზე მაღლა დგას, ის სილამაზის უმაღლესი ესთეტიკის გამოხატულებაა“, – ამბობს დემნა.
დემნა გვასალია დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიზაინერია, Balenciaga-სთვის თავისი კოლექცია მან პირველად 2016 წლის მარტში წარადგინა. დიზაინერი მანამდე რვა წლის განმავლობაში „მარჯიელაში“ მუშაობდა და მას მარჯიელას „სულიერ შვილად“ მოიხსენიებდნენ. რაღაც პერიოდი კი დემნამ ლუი ვიტონთანაც იმუშავა.