https://sputnik-georgia.com/20210730/TuSiSvili-finalSi-damarcxda-252462438.html
მესამე ვერცხლი ტოკიოდან – თუშიშვილი ფინალში დამარცხდა
მესამე ვერცხლი ტოკიოდან – თუშიშვილი ფინალში დამარცხდა
Sputnik საქართველო
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირის ბოლო დღეს თუშიშვილი ფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან დამარცხდა. საბოლოოდ ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედლის... 30.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-30T14:03+0400
2021-07-30T14:03+0400
2021-10-19T18:02+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23571/55/235715569_0:0:4510:2537_1920x0_80_0_0_55744552348f81adca2830f7d92bba8f.jpg
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. მძიმე წონაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი გახდა.ბაშაევთან გამარჯვების შემდეგ ქართველი ფალავანი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში ჩეხ ძიუდოისტს ლუკაშ კრპალეკს შეხვდა. თუშიშვილი მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა. მისმა აქტიურობამ ორთაბრძოლის სტარტზევე შედეგი გამოიღო და არბიტრმა ჩეხი ძიუდოისტი გაფრთხილებით დასაჯა. მიუხედავად ქართველი სპორტსმენის აქტიურობისა, კრპალეკმა ბოლო წუთზე შესრულებული გდებით ვაზარი მოიპოვა, შემდეგ კი თუშიშვილი შებოჭა და საქმე ბოლომდე მიიყვანა.თუშიშვილი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო. პირველად ის ტაჯიკ ტემურ რახიმოვს შეხვდა, რომელიც სუფთა გამარჯვებით დაამარცხა. მეოთხედფინალურ ეტაპზე კი ქართველმა ბრაზილიელ რაფაელ სილვას მოუგო, რომელმაც სამი გაფრთხილება მიიღო. კარგი შეხვედრა ჩაატარა გურამმა ნახევარფინალშიც, სადაც მან უძლიერესი ტემირლან ბაშაევი დაამარცხა.საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოლიმპიადაზე ერთი ოქროსა და სამი ვერცხლის მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური, თუშიშვილამდე ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
https://sputnik-georgia.com/20210730/TuSiSvili-finalSia-252461765.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23571/55/235715569_201:0:4210:3007_1920x0_80_0_0_5c5f3b2dc7dfb08c4678b2353285b417.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე, საქართველო
მესამე ვერცხლი ტოკიოდან – თუშიშვილი ფინალში დამარცხდა
14:03 30.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირის ბოლო დღეს თუშიშვილი ფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან დამარცხდა. საბოლოოდ ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედლის მოპოვება შეძლეს.
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. მძიმე წონაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი გახდა.
ბაშაევთან გამარჯვების შემდეგ ქართველი ფალავანი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში ჩეხ ძიუდოისტს ლუკაშ კრპალეკს შეხვდა. თუშიშვილი მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა. მისმა აქტიურობამ ორთაბრძოლის სტარტზევე შედეგი გამოიღო და არბიტრმა ჩეხი ძიუდოისტი გაფრთხილებით დასაჯა. მიუხედავად ქართველი სპორტსმენის აქტიურობისა, კრპალეკმა ბოლო წუთზე შესრულებული გდებით ვაზარი მოიპოვა, შემდეგ კი თუშიშვილი შებოჭა და საქმე ბოლომდე მიიყვანა.
თუშიშვილი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო. პირველად ის ტაჯიკ ტემურ რახიმოვს შეხვდა, რომელიც სუფთა გამარჯვებით დაამარცხა. მეოთხედფინალურ ეტაპზე კი ქართველმა ბრაზილიელ რაფაელ სილვას მოუგო, რომელმაც სამი გაფრთხილება მიიღო. კარგი შეხვედრა ჩაატარა გურამმა ნახევარფინალშიც, სადაც მან უძლიერესი ტემირლან ბაშაევი დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოლიმპიადაზე ერთი ოქროსა და სამი ვერცხლის მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური, თუშიშვილამდე ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.