თუ სწავლის გაგრძელება საქართველოში გსურთ: განათლების სამინისტროს განცხადება

© Facebook / photo: The Enterprisist / FBგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
გამოწერა
გამოცდის თარიღისა და პროცედურების თაობაზე დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.
 
თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში სწავლობენ, სამშობლოში სწავლის გაგრძელების საშუალება ეძლევათ, იუწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 
ტექნიკური უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
განისაზღვრა სტუდენტების უფასო პროგრამებზე დაფინანსების ოდენობა
საუბარია იმ პირებზე, რომლებიც სწავლობდნენ ან სწავლობენ საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში და სწავლის პერიოდში ქვეყნის ფარგლებს გარეთ ერთი სემესტრის განმავლობაში მინიმუმ 75 დღე იმყოფებოდნენ.
საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტების  რეგისტრაცია 15 ივლისს დაიწყო და 6 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.
უწყების ინფორმაციით, იმ სტუდენტებმა, რომლებიც უცხო ქვეყნებში სწავლობენ და საქართველოში სურთ სწავლის გაგრძელება, მხოლოდ ერთი გამოცდა უნდა ჩააბარონ, რომელსაც ორგანიზებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გაუწევს.
მსურველებმა რეგისტრაციის თაობაზე  განცხადებითა და თანდართული დოკუმენტაციით უნდა მიმართონ გამოცდების ეროვნულ ცენტრს. განაცხადი ასევე მიიღება ელექტრონული ფოსტით მისამართზე: gancxadebebi@naec.ge. 
უწყების ცნობით, გამოცდის წარმატებით ჩაბარება  ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას გულისხმობს.
იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყნებში სწავლობენ და საქართველოში სურთ სწავლის გაგრძელება, გამოცდებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლიდან ატარებს.
ყველა ახალი ამბავი
0