სიცილიის სანაპიროსთან ღვინის ამფორებით დატვირთული ძველრომაული ხომალდი იპოვეს – ვიდეო

გამოწერა
წყალქვეშა რობოტმა ფოტოები გადაუღო ჩაძირულ ხომალდს და ამფორებს, რომლებიც ჩვენს ერამდე მეორე საუკუნით თარიღდება.
ხმელთაშუა ზღვაში, პალერმოს სანაპიროსთან ძველრომაული ხომალდი აღმოაჩინეს. ჩაძირულ გემს ღვინის ამფორები გადაჰქონდა.
ხომალდი ამჟამად ქალაქ იზოლა-დელა-ფემინის მახლობლად, 92 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.
წყალქვეშა რობოტის საშუალებით შესაძლებელი გახდა ხომალდის პირველი სურათების გადაღება.
სიცილიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ეს აღმოჩენა ბოლო წლებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. მისი დახმარებით გაირკვევა, თუ როგორ ვაჭრობდა რომი ხმელთაშუა ზღვაში და როგორ იგებოდა იმ დროში ხომალდები.
ერთი კვირით ადრე იპოვეს კიდევ ერთი რომაული ხომალდი, რომელსაც ასევე ღვინო გადაჰქონდა. ის კუნძულ უსტიკას მახლობლად 70 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს. გემი ასევე თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნით.
ყველა ახალი ამბავი
0