https://sputnik-georgia.com/20210729/samepo-ojaxi-lilibeti-megan-markli-princi-hari-252453514.html
სამეფო ოჯახმა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქალიშვილი ტახტის მემკვიდრედ ცნო
სამეფო ოჯახმა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქალიშვილი ტახტის მემკვიდრედ ცნო
Sputnik საქართველო
პატარა ლილი ინგლისის დედოფალ ელისაბედ მეორის მე-11 შვილთაშვილია და ის ტახტის მემკვიდრეთა შორის მერვე ადგილს იკავებს 29.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-29T15:49+0400
2021-07-29T15:49+0400
2023-07-20T15:43+0400
ეს საინტერესოა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1b/252439135_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_3794f7c38ba0c64bcd617b5b80ac1907.jpg
სამეფო ოჯახის ოფიციალურ ვებ-გვერდზე პრინც ჰარის ქალიშვილის სახელი გამოჩნდა ტახტის მემკვიდრეების სიაში. იტყობინება Daily Mail-ი.ეს მოხდა სამი დღის შემდეგ, რაც ტახტის მემკვიდრეების სიაში ლილიბეტ დიანა მაუნტბატენ-უინძორის სახელის არყოფნაზე ყურადღება გაამახვილა ITV Royal Family News-ის რედაქტორმა კრის შიპმა.სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ამ გზით სამეფო ოჯახმა აშკარად აღიარა მათი ფრთხილი დამოკიდებულება პრინც ჰარისა და მეგან მარკლის მიმართ. „რატომ დაელოდნენ ამდენ ხანს - ეს არის კითხვა. თქვენ მხოლოდ უნდა დაიწყოთ ახალი აბზაცი გვერდზე, შეიყვანოთ სახელი და ნომერი. მესმის ერთი ან ორი კვირის დაგვიანება, მაგრამ ერთი თვე?!“ - თქვა შიპმა.სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ქალიშვილი მერვე ადგილზეა მემკვიდრეობის ხაზში. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა 4 ივნისს დაიბადა, ბოლო დრომდე ოფიციალურ ვებ-გვერდზე ტახტის მემკვიდრეებში ბოლო ნომრად პრინცი ენდრიუ იყო.Daily Mail-ი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ორი წლის ვაჟი არჩი მემკვიდრეების სიას დაბადებიდან 15 დღის შემდეგ დაემატა, ხოლო პრინც უილიამისა და კეიტ მიდლტონის ვაჟი, პრინცი ლუი – 12 დღის შემდეგ.მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ქალიშვილის ლილიბეტის მონათვლას დედოფლის თანდასწრებით უინძორში აპირებენ. ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ექსპერტმა დანიელა ელზერმა თქვა, რომ დედოფლის თანდასწრებით ლილიბეტის მონათვლის გადაწყვეტილება აღიქმება როგორც პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ელისაბედ მეორესთან შერიგების მცდელობა, ხოლო დიდ ბრიტანეთში ნათლობაზე უარის თქმა იქნება ნიშანი საბოლოოდ ოჯახებს შორის ურთიერთობის გაწყვეტის.4 ივნისს პრინც ჰარის და მეგან მარკლს მეორე შვილი შეეძინათ. გოგონამ მიიღო სახელი Lilibet "Lily" Diana Mountbatten-Windsor დედოფალ ელისაბედ მეორისა და ჰარის დედის, პრინცესა დიანას პატივსაცემად.
https://sputnik-georgia.com/20200211/elizabet-meore-saseqsis-hercogida-hercoginia-247705941.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1b/252439135_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_5475e0be56957f2caf95d24c1572ff21.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეს საინტერესოა, მსოფლიოს ახალი ამბები
ეს საინტერესოა, მსოფლიოს ახალი ამბები
სამეფო ოჯახმა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქალიშვილი ტახტის მემკვიდრედ ცნო
15:49 29.07.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) პატარა ლილი ინგლისის დედოფალ ელისაბედ მეორის მე-11 შვილთაშვილია და ის ტახტის მემკვიდრეთა შორის მერვე ადგილს იკავებს
სამეფო ოჯახის ოფიციალურ ვებ-გვერდზე პრინც ჰარის ქალიშვილის სახელი გამოჩნდა ტახტის მემკვიდრეების სიაში. იტყობინება
Daily Mail-ი.ეს მოხდა სამი დღის შემდეგ, რაც ტახტის მემკვიდრეების სიაში ლილიბეტ დიანა მაუნტბატენ-უინძორის სახელის არყოფნაზე ყურადღება გაამახვილა ITV Royal Family News-ის რედაქტორმა კრის შიპმა.
სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ამ გზით სამეფო ოჯახმა აშკარად აღიარა მათი ფრთხილი დამოკიდებულება პრინც ჰარისა და მეგან მარკლის მიმართ. „რატომ დაელოდნენ ამდენ ხანს - ეს არის კითხვა. თქვენ მხოლოდ უნდა დაიწყოთ ახალი აბზაცი გვერდზე, შეიყვანოთ სახელი და ნომერი. მესმის ერთი ან ორი კვირის დაგვიანება, მაგრამ ერთი თვე?!“ - თქვა შიპმა.
სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ქალიშვილი მერვე ადგილზეა მემკვიდრეობის ხაზში. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა 4 ივნისს დაიბადა, ბოლო დრომდე ოფიციალურ ვებ-გვერდზე ტახტის მემკვიდრეებში ბოლო ნომრად პრინცი ენდრიუ იყო.
Daily Mail-ი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ორი წლის ვაჟი არჩი მემკვიდრეების სიას დაბადებიდან 15 დღის შემდეგ დაემატა, ხოლო პრინც უილიამისა და კეიტ მიდლტონის ვაჟი, პრინცი ლუი – 12 დღის შემდეგ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ქალიშვილის ლილიბეტის მონათვლას დედოფლის თანდასწრებით უინძორში აპირებენ. ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ექსპერტმა დანიელა ელზერმა თქვა, რომ დედოფლის თანდასწრებით ლილიბეტის მონათვლის გადაწყვეტილება აღიქმება როგორც პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ელისაბედ მეორესთან შერიგების მცდელობა, ხოლო დიდ ბრიტანეთში ნათლობაზე უარის თქმა იქნება ნიშანი საბოლოოდ ოჯახებს შორის ურთიერთობის გაწყვეტის.
4 ივნისს პრინც ჰარის და მეგან მარკლს მეორე შვილი შეეძინათ. გოგონამ მიიღო სახელი Lilibet "Lily" Diana Mountbatten-Windsor დედოფალ ელისაბედ მეორისა და ჰარის დედის, პრინცესა დიანას პატივსაცემად.