https://sputnik-georgia.com/20210729/ruseTs-xuTi-miliardi-dolaris-gadaxda-daekisra-252451666.html
„იუკოსის“ ექს-სტრუქტურის საქმე: ჰააგის სასამართლომ რუსეთს 5 მლრდ დოლარის გადახდა დააკისრა
„იუკოსის“ ექს-სტრუქტურის საქმე: ჰააგის სასამართლომ რუსეთს 5 მლრდ დოლარის გადახდა დააკისრა
Sputnik საქართველო
რუსულ მხარეს ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. 29.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-29T11:24+0400
2021-07-29T11:24+0400
2023-07-20T15:43+0400
რუსეთი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252451563_0:271:3159:2048_1920x0_80_0_0_40b1464b67b37165a096c371ed2b33ac.jpg
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ რუსეთის ფედერაციას 5 მლრდ დოლარის გადახდა დააკისრა „იუკოსის“ ჯგუფის ყოფილი სტრუქტურის Yukos Capital Sarl-ის სასარგებლოდ, იუწყება Global Arbitration Review. აღინიშნება, რომ რუსულ მხარეს ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. გავრცელებული ინფორმაციით, არბიტრაჟმა გადაწყვეტილება 23 ივლისს გამოიტანა და დაადგინა, რომ რუსეთმა, რომელმაც Yukos Capital-ის მიერ თავისი ყოფილი დედა-კომპანიისთვის „იუკოსისთვის“ მიცემული სესხების უკანონო ექსპროპროაცია მოახდინა, „არ აღასრულა ამ საკითხში მართლმსაჯულება რუსეთის სასამართლოებში“. Yukos Capital-მა საარბიტრაჟო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი 2013 წელს შეიტანა და თავდაპირველად სახელმწიფოსგან 13 მილიარდი დოლარის გადახდას მოითხოვდა. როგორც კომპანია ირწმუნებოდა, მან „იუკოსს“ მილიარდობით დოლარის სესხი მისცა, რომელიც, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კომპანიის გაკოტრებისა და ლიკვიდაციის შემდეგ, მას აღარ დაბრუნებია. რუსეთის განცხადებით, აღნიშნული თანხები თავად „იუკოსს“ ეკუთვნოდა და ფიქტიური სესხების სახით იყო შენიღბული გადასახადებისთვის თავის არიდების არალეგალურ სქემებში გამოყენების მიზნით.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252451563_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_e8c4c7f4a19e7a0ec3b599cb04455cbf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
რუსეთი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
„იუკოსის“ ექს-სტრუქტურის საქმე: ჰააგის სასამართლომ რუსეთს 5 მლრდ დოლარის გადახდა დააკისრა
11:24 29.07.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) რუსულ მხარეს ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ რუსეთის ფედერაციას 5 მლრდ დოლარის გადახდა დააკისრა „იუკოსის“ ჯგუფის ყოფილი სტრუქტურის Yukos Capital Sarl-ის სასარგებლოდ, იუწყება
Global Arbitration Review. აღინიშნება, რომ რუსულ მხარეს ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.
გავრცელებული ინფორმაციით, არბიტრაჟმა გადაწყვეტილება 23 ივლისს გამოიტანა და დაადგინა, რომ რუსეთმა, რომელმაც Yukos Capital-ის მიერ თავისი ყოფილი დედა-კომპანიისთვის „იუკოსისთვის“ მიცემული სესხების უკანონო ექსპროპროაცია მოახდინა, „არ აღასრულა ამ საკითხში მართლმსაჯულება რუსეთის სასამართლოებში“.
Yukos Capital-მა საარბიტრაჟო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი 2013 წელს შეიტანა და თავდაპირველად სახელმწიფოსგან 13 მილიარდი დოლარის გადახდას მოითხოვდა. როგორც კომპანია ირწმუნებოდა, მან „იუკოსს“ მილიარდობით დოლარის სესხი მისცა, რომელიც, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კომპანიის გაკოტრებისა და ლიკვიდაციის შემდეგ, მას აღარ დაბრუნებია.
რუსეთის განცხადებით, აღნიშნული თანხები თავად „იუკოსს“ ეკუთვნოდა და ფიქტიური სესხების სახით იყო შენიღბული გადასახადებისთვის თავის არიდების არალეგალურ სქემებში გამოყენების მიზნით.