https://sputnik-georgia.com/20210729/respublikurma-saavadmyopom-bavshvebis-migeba-daiwyo-252451422.html
რესპუბლიკურმა საავადმყოფომ ინფიცირებული ბავშვების მიღება დაიწყო
რესპუბლიკურმა საავადმყოფომ ინფიცირებული ბავშვების მიღება დაიწყო
Sputnik საქართველო
სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა ნამდვილად მობილიზებულია და საწოლფონდი არის იმ რაოდენობის, რაც ქვეყნისათვის საჭიროა. 29.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-29T12:17+0400
2021-07-29T12:17+0400
2023-08-17T18:12+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24817/57/248175736_0:64:1600:964_1920x0_80_0_0_aeb4a89f80c7c359522c6458fccb08d2.jpg
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. თბილისის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ კორონავირუსით ინფიცირების ზრდისა და სხვა სტაციონარებში ადგილების ნაკლებობის გამო კოვიდ–ინფიცირებული ბავშვების მიღება დაიწყო. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ნოდარ ჩიმაკაძის თქმით, ჯანდაცვის სისტემა მობილიზებულია. კლინიკამ პედიატრიული პაციენტების მიღება დაიწყო. „ქვეყანაში უკვე ცირკულირებს „დელტა“ შტამი. ინფიცირებულთა 50% სწორედ მასზე მოდის. რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული საწოლები უკვე დაემატა და ჩვენ პედიატრიული პაციენტების მიღება დავიწყეთ. ჯადაცვის სისტემა ნამდვილად მობილიზებულია, მცირე დაძაბულობა არის, მაგრამ ადგილები არის იმ რაოდენობით, რაც ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა ჩიმაკაძემ.სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეპიდვითარების გართულების პირობებში ქვეყნის სრული ჩაკეტვა და „ლოკდაუნი“ გამოსავალი არ არის – საჭიროა წერტილოვანი შეზღუდვები, რეომენდაციების მკაცრი დაცვა და ინტენსიური ვაქცინაცია. „შეზღუდვები, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში არაპოპულარული ნაბიჯია, ამიტომაც დიდი ალბათობით სახელმწიფო მისგან თავის დაღწევას შეეცდება. ჩვენ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, რათა დავიცვათ არამარტო საკუთარი თავი, არამედ ჩვენი შვილებიც“, – აღნიშნა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა აქტიურ ფაზაში შედის. გასულ დღე–ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა 2.796 -ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 413.626-ს მიაღწია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირდა კორონავირუსის 410 ათასზე მეტი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 377 ათასი და გარდაიცვალა 5.768 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20210728/rogor-davicvaT-bavSvebi-koronavirusis-delta-Stamisgan-komarovski-252445671.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24817/57/248175736_116:0:1485:1027_1920x0_80_0_0_d7535f531945bf9260bb82630f59c341.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
რესპუბლიკურმა საავადმყოფომ ინფიცირებული ბავშვების მიღება დაიწყო
12:17 29.07.2021 (განახლებულია: 18:12 17.08.2023) სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა ნამდვილად მობილიზებულია და საწოლფონდი არის იმ რაოდენობის, რაც ქვეყნისათვის საჭიროა.
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. თბილისის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ კორონავირუსით ინფიცირების ზრდისა და სხვა სტაციონარებში ადგილების ნაკლებობის გამო კოვიდ–ინფიცირებული ბავშვების მიღება დაიწყო.
საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ნოდარ ჩიმაკაძის თქმით, ჯანდაცვის სისტემა მობილიზებულია. კლინიკამ პედიატრიული პაციენტების მიღება დაიწყო.
„ქვეყანაში უკვე ცირკულირებს „დელტა“ შტამი. ინფიცირებულთა 50% სწორედ მასზე მოდის. რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული საწოლები უკვე დაემატა და ჩვენ პედიატრიული პაციენტების მიღება დავიწყეთ. ჯადაცვის სისტემა ნამდვილად მობილიზებულია, მცირე დაძაბულობა არის, მაგრამ ადგილები არის იმ რაოდენობით, რაც ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა ჩიმაკაძემ.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეპიდვითარების გართულების პირობებში ქვეყნის სრული ჩაკეტვა და „ლოკდაუნი“ გამოსავალი არ არის – საჭიროა წერტილოვანი შეზღუდვები, რეომენდაციების მკაცრი დაცვა და ინტენსიური ვაქცინაცია.
„შეზღუდვები, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში არაპოპულარული ნაბიჯია, ამიტომაც დიდი ალბათობით სახელმწიფო მისგან თავის დაღწევას შეეცდება. ჩვენ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, რათა დავიცვათ არამარტო საკუთარი თავი, არამედ ჩვენი შვილებიც“, – აღნიშნა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.
საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა აქტიურ ფაზაში შედის. გასულ დღე–ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა 2.796 -ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 413.626-ს მიაღწია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირდა კორონავირუსის 410 ათასზე მეტი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 377 ათასი და გარდაიცვალა 5.768 ადამიანი.